მთავარი » 2014 » აგვისტო » 12 » ნიკო გომელაური - უაზრო ლექსები / niko gomelauri - uazro leqsebi
0:24 AM ნიკო გომელაური - უაზრო ლექსები / niko gomelauri - uazro leqsebi
არ მეჩქარება არსად, მოსაყოლი მაქვს კიდევ - რა არ მომსვლია აზრად, რა იდეები ვზიდე.
არ მიმითითოთ კარზე, არ ამიტეხოთ ყეფა. ვდგავარ სიგიჟის ზღვარზე, ლამის აფეთქდეს კეფა.
არ მავიწყდება ქენჯნა, გულის ფიცარს რომ ჰხევდა. გვერდით ცდუნება მეჯდა, ხელს ძმაკაცივით მხვევდა.
არ გამაგონოთ, თითქოს. ცხოვრება არის სცენა - თვალი სინაღდეს ითხოვს, სიმართლეს ითხოვს სმენა.
არ ვიცი, როგორ, რისთვის... აზრი ვარსკვლავებს წვდება. და რომ მიაღწევს თითქმის, ციდან ლექსებად წყდება.
არ წამესვლება არსად - დასაწერი მაქვს ბევრი. ვთვლიდი უმთავრეს არსად, სიტყვას ჰქონოდა ნერვი.
წიგნი ივსება ნელა - არაფერს დავწერ ზედმეტს... და როგორც ლექსი ყველა, უაზრო არის ესეც...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2140 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|