Загрузка...
ლევან ალავერდაშვილი - ოცდაათი თეთრი / levan alaverdashvili - ocdaati tetri - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ლევან ალავერდაშვილი - ოცდაათი თეთრი / levan alaverdashvili - ocdaati tetri


5:26 AM
ლევან ალავერდაშვილი - ოცდაათი თეთრი / levan alaverdashvili - ocdaati tetri


დღეს კაფეში ვკითხულობდი ლექსებს
გმადლობ ღმერთო მომეც წერის ნიჭი,
პოეზიით რა სიმდიდრეს ეძებ?!
დამცინოდა ვიღაც "მამას ბიჭი".
თუმცა იგრძნო, შურითა და ჯიბრით,
ვერ დაცხრება მგოსნეული ჩანგი,
მასაც მიხვდა, ცარიელი ჯიბით
მასზე დიდი და მდიდარი ვჩანდი.
სიხარულმა დამიცრემლა თვალი,
მხრებთან მედგა ანგელოსთა გუნდი.
ის თუ ამღამ, სულ გაძარცვეს მთვრალი,
მე ერთ ლექსსაც ვერ მომპარავს ქურდი.
ხიდზე შევდექ, ავიხედე მაღლა,
მთვარის სახე დამეამა გულზე,
პოეზიით შეიძლება დაღლა,
პოეზიას ვერ იყიდი ფულზე.
რაა ფული?! ზიზღმა გამკრა თავში
თუ არ, სულის უკურნელი კეთრი,
და ხიდიდან გადავყარე მტკვარში
შერჩენილი ოცდაათი თეთრი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1416 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0