გიორგი დვალი - მეგობრისა / giorgi dvali - megobrobisa
მაშ გაუმარჯოს მეგობრობას, გულო ფრთიანი!!! მარადი იყოს მეგობრობის დროშა-დიადი. შენ გაგვიმარჯვე, დაგვილოცე, ამინ ! უფალო, მგობრის "ხატი” , გული გულთან, სული სულთანო.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1225 / თარიღი: 2014-08-11 / 11:58 PM / ორშაბათი
ნინი ჩინჩალაძე - ლექსის სათაური / nini chinchaladze - ღამე, სიჩუმის დღესასწაული /game sichumis dgesaswauli
ღამე, სიჩუმის დღესასწაული ღამე მთვარეა აქ სასწაული, ცაზე ვარსკვლავთა მკრთალი ნათება ბნელი კუთხეც კი ყველგან ნათდება... ჩამომეღვრება ზეცა ფერებად და დაიმსხვრევა მუზა ბგერებად. კალამი კვლავ წერს, ვეღარ ჩერდება ღამე თანდათან უფრო ბნელდება...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1263 / თარიღი: 2014-08-11 / 7:16 PM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - სიზმარი / levan alaverdashvili - sizmari
წუხელ ავ სიზმარ გავსინჯე, თითქო გაღმისკე გავეო, მძინარს ნუ მებრძვი სიკვდილო, მო, ცხადში გამათავეო, ვერ დამაშინებ, წამიყვა, გინდა დღე გინდა ღამეო, ანდა რად შამეშინდება, შენთან ფიც-ვერცხლი ვჭამეო ორწყალს გადავალ, წამამყე, ქართლისკეც მომედა
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1174 / თარიღი: 2014-08-11 / 8:25 AM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - მითხარი / levan alaverdashvili - mitkhari
© ზურაბ გორგილაძეს როდესაც გადივლის სიცოცხლის სიცხოვლე, და სულში ჩაწვება აპრილი აპნისად, მითხარ რომ მზისქვეშეთს ცდომილმა ვიცხოვრე, შუბლს ეკლის გვირგვინი უჩანდა დაფნისად. მითხარი წამება რად სურდათ ამდენი, ღამეებს უმთვაროს, ზაფხულებს ქარიანს, ან სიღრმით
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1149 / თარიღი: 2014-08-11 / 8:24 AM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - თოვლი / levan alaverdashvili - tovli
თოვლი მოსულა,სიცივე მათოვს, და ბეღურები ტოტებზე ხტიან, სიზმრად შენც მოხველ,მაგრამ არ ვიცი, ფიფქებთან ერთად თუ ცოტა გვიან, თოვლი მოსულა ისე ქათქათა, თითქოს ანთებენ ჯადოთა ლამპარს, ჩემს სასთუმალზე ნებივრობს კატა, და ყვება ღამის სევდიან ზღაპარს. თ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1116 / თარიღი: 2014-08-11 / 8:23 AM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - ვარდები / levan alaverdashvili - vardebi
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით, დაე, შემერგოს თუნდაც არამად... ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით, პოეტი ვარ და ფული არა მაქ! ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში, ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია! ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში რომ სიყვარულიც გასაყიდია!
კომენტარები: 0 / ნანახია: 1562 / თარიღი: 2014-08-11 / 8:22 AM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - დეკემბერი / levan alaverdashvili - dekemberi
დეკემბერების ლურჯი ფოთლები შემყვარებია სიცოცხლის ფასად, როს იკარგება ბოროტი წლები მიზანს აცდენილ ტყვიების მსგავსად. როგორც ყვითელი, საჭურჭლე თიხა, აზელილია სისხლში დარდები და რომ მკითხავენ - შენ პოეტი ხარ? დემონიურად ავხარხარდები. ზოგნი ვერ გრძ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1986 / თარიღი: 2014-08-11 / 8:21 AM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - დამიბრუნეთ! ... / levan alaverdashvili - damibrunet! ...
ეხლა უფრო ვეცოდები ღამეს, პირველია და დაიწყო ორი, ახლოსა ვგრძნობ სინანულის წამებს, სიხარულის წამებია შორი. ეხლა ჩემთან განშორება სახლობს და ლოგინი ცივ სამარედ იქცა, წუხელ ვგრძნობდი ზეცა იყო ახლოს, ეხლა უფრო ახლოსაა მიწა. ეხლა აზრი გაგიჟებას ითხ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1402 / თარიღი: 2014-08-11 / 8:20 AM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - ან აქ რად მოხველ / levan alaverdashvili - an aq rad mokhvel
მე კარგად ვიცი შენი წარსული და მომავალი რადაც გაშინებს, რომ ვნებათხარჯვა წრეგადასული უმანკობას ვერ მიგაშვილებს. შენთვის უცხოა გედის ოცნება, არ გელის ზეცა ცოდვიან სტუმარს, შენდობის დრო და პატიოსნება როცა შენს სახელს ეტყვიან უარს; ფეხქვეშ დალპება
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1176 / თარიღი: 2014-08-11 / 8:18 AM / ორშაბათი
ლევან ალავერდაშვილი - აიდე / levan alaverdashvili - aide
ნახვამდის, არ მინდა ეგ მრუში ამბორი, სული გდევს სნეული, ლამაზო აიდე, გვირაბში ინათა, ეხლაა სამგორი, აქ უნდა დავშორდეთ, აქ უნდა ჩავიდე. აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა, წამიც და მე შენთვის წარსული ვიქნები; და ოდეს ორგიით ტანს გადაიქანცავ იქნებდა მოგძალდეს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1321 / თარიღი: 2014-08-11 / 8:17 AM / ორშაბათი
|