Загрузка...
რევაზ ამაშუკელი - შუაფხო / revaz amashukeli - shuafkho - 12 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 12 » რევაზ ამაშუკელი - შუაფხო / revaz amashukeli - shuafkho


0:22 AM
რევაზ ამაშუკელი - შუაფხო / revaz amashukeli - shuafkho


ხატობას აველ შუაფხოს
მზე ზანზალაკად ეკიდა...
შუაფხოელი შუახნის
წამოიწია თექიდან...
წამოაქცია კურატი,
გამოუღადრა კისერი,
ატყდა ღრეობა პურადი-
კაცი არ დარჩა ფხიზელი....
ლუდით და ჟიპიტაურით
გამტყვრალი ხალხი ეყარა
და ხერხემალში ხმაურით
შემოდიოდა ქვეყანა.....
ვიჯექი, ჯვარი მეწერა,
მშვიდი, მწყაზარი სახითა,
რომ მერე ლექსად მეწერა,
რასაც დღე გულზე მახლიდა....
მზემ რომ მოხვრიპა ზედაშე ,
ხატს უხმოდ გამოვესალმე...
და საღამომდე მე და შენ
ვკრიფეთ ცისფერი კესანე.
მოვედი, ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე....
მთვარე,
მე,
შენ და არაგვი
მთვრალი ვიყავით ოთხივე.....


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2495 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0