მთავარი » 2014 » აგვისტო » 12 » თემურ დავითაძე - 1989 წლის 9 აპრილი / temur davitadze - 1989 tslis 9 aprili
0:10 AM თემურ დავითაძე - 1989 წლის 9 აპრილი / temur davitadze - 1989 tslis 9 aprili
ჯავრი ნისლივით ეხვია ქედებს, სისხლში ცურავდა ცის ამბიონი. კვნესა აღმოხდათ შაოსან დედებს, ისევ მდუმარედ იდგა სიონი.
იტანჯებოდა მშობელი მიწა. მსხვერპლად შეწირულს მოგავდა ხალხი. მზე,მთებს გადაღმა, დუმილით მიწვა და უჟამური ჩამოწვა თალხი.
ერი,შეკრული უთქმელი ფიცით, თითქოს გათიშეს ცეცხლის ალებით… ამორძალების სულის სიმტკიცით, სიკვდილს პირისპირ შეხვდნენ ქალები.
დაათარიღეს დრო ულმობელი, ცას მიბჯენილი ცივი თვალებით… დიდხანს სტკიოდა თბილისის ქუჩებს, სატანის მძიმე ნატერფალები.
ვიღაც "შავლეგოს” აფრქვევს ბაგედან, მას ხომ ქართველთა ნუგეში ჰქვიან… წამებულ შვილთა სარკოფაგიდან, იყივლებს სისხლი,ადრე თუ გვიან!
სიზიფეს ტანჯვით მივსდევთ აღმართებს, რომ გადავთელოთ მტერი ვერაგი… მარადიულის რწმენით აღგვანთებს, ნინოს ჯვარი და ქრისტეს პერანგი.
იმ ძველ სიმღერებს კვლავაც მღერიან, რადგან მტკიცეა ბრძოლის მიზანი. და ერისკაცის ძახილს ელიან, ეს მგლის ლეკვები ალგეთისანი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1729 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|