Загрузка...
ლევან ალავერდაშვილი - აიდე / levan alaverdashvili - aide - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » ლევან ალავერდაშვილი - აიდე / levan alaverdashvili - aide


8:17 AM
ლევან ალავერდაშვილი - აიდე / levan alaverdashvili - aide


ნახვამდის, არ მინდა ეგ მრუში ამბორი,
სული გდევს სნეული, ლამაზო აიდე,
გვირაბში ინათა, ეხლაა სამგორი,
აქ უნდა დავშორდეთ, აქ უნდა ჩავიდე.
აქ უნდა ჩავიდე, პოეტი ვიღაცა,
წამიც და მე შენთვის წარსული ვიქნები;
და ოდეს ორგიით ტანს გადაიქანცავ
იქნებდა მოგძალდეს უბიწო ფიქრები.
იხსენო ეს ღამე, ლოთური დუქანი,
მაცდური კარტები და ბოშა მკითხავი,
დამთვრალი ჰანგებით ჩავლილი უბანი,
და ისაც, ტკბობაზე არა რად გითხარი.
საზარად ჩაგწივლებს ოდესმე წარსული,
სიბერით შერიყულს დამტვერილ ბინაზე,
და ეხლა, შენ, სიძვის ლამაზი ასული,
ფრთებს დაყრი აიდე მადონას წინაშე.
დაგხვდება სამყარო ფერებით სნეულით,
იმზევებს მზეები რაც შენთვის ბნელია,
რომ გერქვას ქალი და მარტოდენ სხეულით,
წყევლაა აიდე! ჯვარცმაზე ძნელია!...
ეხლა კი მშვიდობით, უკვეა სამგორი,
აქ უნდა დაგტოვო, მე უნდა ჩავიდე,
სულგაყინულია ეგ თბილი ამბორი,
რომ მატან ტკივილად ლამაზო აიდე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1322 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0