Загрузка...
ლევან ალავერდაშვილი - ან აქ რად მოხველ / levan alaverdashvili - an aq rad mokhvel - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » ლევან ალავერდაშვილი - ან აქ რად მოხველ / levan alaverdashvili - an aq rad mokhvel


8:18 AM
ლევან ალავერდაშვილი - ან აქ რად მოხველ / levan alaverdashvili - an aq rad mokhvel


მე კარგად ვიცი შენი წარსული
და მომავალი რადაც გაშინებს,
რომ ვნებათხარჯვა წრეგადასული
უმანკობას ვერ მიგაშვილებს.
შენთვის უცხოა გედის ოცნება,
არ გელის ზეცა ცოდვიან სტუმარს,
შენდობის დრო და პატიოსნება
როცა შენს სახელს ეტყვიან უარს;
ფეხქვეშ დალპება იმედის ხიდი,
რას უზამ მერე სულს ასე სნეულს,
როცა ერთ ღამეს მეც მომაყიდი
შენს უკვე ბევრჯერ გაყიდულ სხეულს.
დამენანები, რა გზით მიდიხარ,
დანაცრებული ღადარით თვალში,
დღეს ველურ ჟინით რატომ მინდიხარ,
როცა სათუთად მიყვარდი მაშინ;
როცა გიწოდე მუზის ასული,
ეხლა ის გრძნობა რად გაიყინა
სად გაიყიდა შენი წარსული,
ან მომავალი სად გაიყიდა.
ან აქ რად მოხველ....
რად გინდა ღმერთი?!
ხატებს აჩვენო ცოდვები ქმნილი,
რომ ხარ ლამაზი მარიონეტი
სხვისი ვნებისთვის გამოგონილი...
და გული ეხლა,ოჰ, არა იებს,
სულ სხვა საჩუქრებს შემოგთავაზებს
მკერდში მძივებად ჩაგადნობ ტყვიებს
და სისხლით მოვრწყავ ბოროტ დარბაზებს.
მერე კი მაინც შევუნდობ ცოდვებს,
თვალებს დახუჭულს და ბაგეს მდუმარს,
რომელნიც უკვე ჩემს მაღალ გრძნობებს
ვეღარასოდეს ეტყვიან უარს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1178 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0