Загрузка...
ლევან ალავერდაშვილი - დამიბრუნეთ! ... / levan alaverdashvili - damibrunet! ... - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » ლევან ალავერდაშვილი - დამიბრუნეთ! ... / levan alaverdashvili - damibrunet! ...


8:20 AM
ლევან ალავერდაშვილი - დამიბრუნეთ! ... / levan alaverdashvili - damibrunet! ...


ეხლა უფრო ვეცოდები ღამეს,
პირველია და დაიწყო ორი,
ახლოსა ვგრძნობ სინანულის წამებს,
სიხარულის წამებია შორი.
ეხლა ჩემთან განშორება სახლობს
და ლოგინი ცივ სამარედ იქცა,
წუხელ ვგრძნობდი ზეცა იყო ახლოს,
ეხლა უფრო ახლოსაა მიწა.
ეხლა აზრი გაგიჟებას ითხოვს,
ლანდი მეფობს აქაცა და იქაც,
მეჩვენება ვიღაც ელის სითბოს,
კიბეებზე ამოვიდა ვიღაც...
და ეს ღამე უძილობას მისევს,
გული კვნესის მოვსებული გესლით,
სიყვარული დამიბრუნეთ ისევ!
დამიბრუნეთ!
დამიბრუნეთ!
გესმით?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1404 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0