Загрузка...
ლევან ალავერდაშვილი - თოვლი / levan alaverdashvili - tovli - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » ლევან ალავერდაშვილი - თოვლი / levan alaverdashvili - tovli


8:23 AM
ლევან ალავერდაშვილი - თოვლი / levan alaverdashvili - tovli


თოვლი მოსულა,სიცივე მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
სიზმრად შენც მოხველ,მაგრამ არ ვიცი,
ფიფქებთან ერთად თუ ცოტა გვიან,
თოვლი მოსულა ისე ქათქათა,
თითქოს ანთებენ ჯადოთა ლამპარს,
ჩემს სასთუმალზე ნებივრობს კატა,
და ყვება ღამის სევდიან ზღაპარს.
თოვლი მოსულა, შიშველ ხეების
შემორჩენილი კვდება ფერები......
თოვს!
და იწყება სითეთრეების ეფემერული გამოფენები.
თოვლი მოსულა,შენფერად მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
მახსოვს შენც მოხველ,
მაგრამ არ მახსოვს,
თორმეტ საათზე,თუ ცოტა გვიან...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1117 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0