Загрузка...
ლევან ალავერდაშვილი - დეკემბერი / levan alaverdashvili - dekemberi - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » ლევან ალავერდაშვილი - დეკემბერი / levan alaverdashvili - dekemberi


8:21 AM
ლევან ალავერდაშვილი - დეკემბერი / levan alaverdashvili - dekemberi


დეკემბერების ლურჯი ფოთლები
შემყვარებია სიცოცხლის ფასად,
როს იკარგება ბოროტი წლები
მიზანს აცდენილ ტყვიების მსგავსად.
როგორც ყვითელი, საჭურჭლე თიხა,
აზელილია სისხლში დარდები
და რომ მკითხავენ - შენ პოეტი ხარ?
დემონიურად ავხარხარდები.
ზოგნი ვერ გრძნობენ, სანანურია
რაა მგოსანი. დაე იცოდნენ,
ის მდუმარეა როგორც მუმია,
მაგრამ მეტყველი როგორც სიცოცხლე....
დეკემბერების ლურჯი ფოთლები
აი რად მიყვარს სიცოცხლის ფასად,
როს ეცემიან მიწაზე წლები
მიზანსდაცდენილ ტყვიების მსგავსად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1988 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0