ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 3:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ზვიად კეჭაყმაძე - ჩემთან უფრო თბილა ... / zviad kechakmadze - chemtan ufro tbila ...


იცი, გულში რა ძალიან თბილა?
ასე ყოფნა,
სულ არაა რთული...
შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა...
და შენს გამო,
მიფრთხიალებს გული...

მზეს და მთვარეს,
შენს სიყვარულს ვუმხელ...
და სხივები მინათებენ, დილას...
მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2014-08-08 / 10:07 AM / პარასკევი

ზვიად კეჭაყმაძე - უსიყვარულოდ, ნუ მიმატოვებ ... / zviad kechakmadze - usikvarulod, nu mimatoveb ...


თუკი მაცდუნებს შენი თვალები,
შემოგეხვევი ყელზე მანდილად...
ამოგიკოცნი თვალებს წვალებით,
თავს შეგაყვარებ, მაინც ადვილად...

და დავმუნჯდები ყრუ მდუმარებით,
ახლა სულს, შენი კოცნა სწყურია...
ჩემს გულს ვერასდროს დაემალები,
ეს გული ახლა, შენი მდგმურია. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2012 / თარიღი: 2014-08-08 / 10:05 AM / პარასკევი

ზვიად კეჭაყმაძე - სიყვარულის ღამე / zviad kechakmadze - sikvarulis ghame


შენზე ფიქრი, მილამაზებს დილას...
ღრუბლებს ვიქნევ, დროშასავით ცაში,
მე თითებით, გეხებოდი ფრთხილად...
ვერ ხვდებოდი?
რა მინდოდა, მაშინ...

გული ხელში, წუთებივით ფეთქავს...
მეც დაგეძებ ისე, როგორც ძველად...
ოღონდ ჩემთვის, ერთი სიტყვა გეთქვა...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1202 / თარიღი: 2014-08-08 / 10:04 AM / პარასკევი

ზვიად კეჭაყმაძე - ღამეა, შენთან ვარ და ... მესმის ჩურჩული ღამის ... / zviad kechakmadze - ghamea, shentan var da ... mesmis churchuli ghamis


ღამეა,
შენთან ვარ და...
მესმის ჩურჩული ღამის...
დაბლა ეშვება ფარდა,
სულ გამაგიჟო, ლამის...

ამ დღეს,
ველოდი რადგან...
ისევ, შენს კოცნას ვბედავ...
როცა, გარბიხარ სხვაგან...
მაინც, ყოველთვის გხედავ...

და ქარი,
ასე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2014-08-08 / 10:03 AM / პარასკევი

ზვიად კეჭაყმაძე - ნუ დამთავრდები / zviad kechakmadze - nu damtavrdebi


გული,
ურითმო ზღვასავით ღელავს...
მე შენგან, ამბორს და შველას ველი...
შენი თვალების, მე ახლაც მჯერა...
შენი ლამაზი თვალების ფერის...

რა ვქნა,
არ მყოფნის მე, ერთი კოცნა...
ჯიუტად, მაინც იმედებს არ ვთმობ...
გელოდი, ვიცი მომიწევს მოცდა...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1163 / თარიღი: 2014-08-08 / 10:00 AM / პარასკევი

ზვიად კეჭაყმაძე - მოვალ / zviad kechakmadze - moval


მე ახლა, ისევ...
ცრემლებით ვსუნთქავ...
გარეთ ქარია,
გარეთ ნისლია...
მე შენში,
მარტი მიყვარდა, თუმცა...
რა ვიცი,
იქნებ...
მარტიც სხვისია...
მომენატრები,
მოვალ და გნახავ...
შენ არ იქნები,
ვინმე და უცხო...
ღრუბლე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1150 / თარიღი: 2014-08-08 / 9:59 AM / პარასკევი

ზვიად კეჭაყმაძე - მოწყენილი ნუ ხარ / zviad kechakmadze - motskenili nu khar


მთვარე,
ისე მითვალთვალებს
- ურცხვად...
თვალებს ვხრი და
გულში,
ტკივილს ვიქრობ...
თუ გიყვარვარ,
მოწყენილი ნუ ხარ...
მე ხომ უკვე,
მერამდენედ გიხმობ...
მიწას, ბალახს
შენი სუნი ასდის...
ცას, ნაცნობი,
შენი ფერი დაკრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2014-08-07 / 7:23 PM / ხუთშაბათი

როინ აბუსელიძე - მამაჩემი / roin abuselidze - mamachemi


ღამეა სხვათა შორის
განცდათა შეჯერება,
რთულია უსაშველოდ
პოეტის განაჩენი,
ძალიან არაფერი,
უბრალოდ მეწერება
და ახლა მამასავით
მაკლია მამაჩემი.

ქარი ზის ფორთოხლებზე,
ფანჯრისკენ მივტრიალდი,
იმედი თუ იმედობს
იქნება დანარჩენიც,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1489 / თარიღი: 2014-08-07 / 7:19 PM / ხუთშაბათი

როინ აბუსელიძე - ლექსის / roin abuselidze - leqsis


ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი,
მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს,
ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში,
საღამო კი ბორანოს სუნს აცრის,
წარსულია ახლა სულ ყველაფერი,
ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟი
და ცისფერი ბალახებით ნაფერი,
შურდულივით მოვარდება საცრის -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1449 / თარიღი: 2014-08-07 / 7:18 PM / ხუთშაბათი

ანზორ აბულაშვილი - საახალწლო / anzor abulashvili - saakhaltslo


თოვლმა უცებ დაბურა
მინდორი თუ კორდი,
თოვლის თეთრი ბაბუა
საჩუქრებით მოდის.
ათასფერად ბრიალებს
ჩვენი ნაძვის ხეო.
დადგა მღერა-სიცილით
ახალი წლის დღეო.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1302 / თარიღი: 2014-08-07 / 7:14 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 340 341 342 343 344 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0