მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - უსიყვარულოდ, ნუ მიმატოვებ ... / zviad kechakmadze - usikvarulod, nu mimatoveb ...
10:05 AM ზვიად კეჭაყმაძე - უსიყვარულოდ, ნუ მიმატოვებ ... / zviad kechakmadze - usikvarulod, nu mimatoveb ...
თუკი მაცდუნებს შენი თვალები, შემოგეხვევი ყელზე მანდილად... ამოგიკოცნი თვალებს წვალებით, თავს შეგაყვარებ, მაინც ადვილად...
და დავმუნჯდები ყრუ მდუმარებით, ახლა სულს, შენი კოცნა სწყურია... ჩემს გულს ვერასდროს დაემალები, ეს გული ახლა, შენი მდგმურია...
არ ვიცი, ასე რა მიყვარს შენში... ან გული, ასე რამ გაახარა... მე სიყვარული ვიპოვე ღმერთში, და შენზე ფიქრიც, მან შემაყვარა...
მე მარტოობა, მატკიებს მაჯას... ვდცილობ შეგეხო და თითებს ვერ ვშლი.. ვლოცულობ, ღმერთო, მაშორე ტანჯვა, და უშენობით ნურასდროს შემშლი...
და მაინც, თუკი მაცდუნებს დაღლა, ან ფიქრი - ასე სავსე წარსული... შენთვის ვიცოცხლებ გპირდები, გნახავ... და ჩემთვის სავალ, გზას დავასრულებ...
ქარი არხევდა ქუჩაში ხეებს, და უშენობის - ჭრელი ფერები... უკან მოვხედავ გაფრენილ დღეებს, და წარსულს ჩემთვის მოვეფერები...
მივდივარ, გულს კი დარჩენა უნდა, მომბეზრდა ფიქრი და სიმარტოვე... უფალო ახლა, ჩემს გვერდით თუ ხარ... უსიყვარულოდ, ნუ მიმატოვებ...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2015 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 2.0/1 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|