Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - მოწყენილი ნუ ხარ / zviad kechakmadze - motskenili nu khar - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ზვიად კეჭაყმაძე - მოწყენილი ნუ ხარ / zviad kechakmadze - motskenili nu khar


7:23 PM
ზვიად კეჭაყმაძე - მოწყენილი ნუ ხარ / zviad kechakmadze - motskenili nu khar


მთვარე,
ისე მითვალთვალებს
- ურცხვად...
თვალებს ვხრი და
გულში,
ტკივილს ვიქრობ...
თუ გიყვარვარ,
მოწყენილი ნუ ხარ...
მე ხომ უკვე,
მერამდენედ გიხმობ...
მიწას, ბალახს
შენი სუნი ასდის...
ცას, ნაცნობი,
შენი ფერი დაკრავს...
ღამე ისევ მეფერება,
დაღლილს...
და სიზმრებად მეორდება,
ახლაც...
წლები ისევ,
მოგონებებს დასდევს...
დრო კი...
სადღაც,
ემალება აწმყოს...
მე ორივე
ცოდვებივით მაწევს...
წუთებს ისევ,
იარაღში ვაწყობ...
შენზე ფიქრიც
ვერ მაჩერებს, ახლა...
მთვარეს ვუმზერ
და დუელში ვიწვევ...
ვიცი,
ბოლოს აპრილივით წახვალ...
მე კი, აპრილს,
ხელთავიდან ვიწყებ...
სადღაც მიდის,
სევდიანი ღამე...
მთვარე ისევ მითვალთვალებს
- ურცხვად...
წუთებს ვითვლი,
ვეფერები წამებს...
თუ გიყვარვარ,
მოწყენილი ნუ ხარ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1142 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0