Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - სიყვარულის ღამე / zviad kechakmadze - sikvarulis ghame - 8 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - სიყვარულის ღამე / zviad kechakmadze - sikvarulis ghame


10:04 AM
ზვიად კეჭაყმაძე - სიყვარულის ღამე / zviad kechakmadze - sikvarulis ghame


შენზე ფიქრი, მილამაზებს დილას...
ღრუბლებს ვიქნევ, დროშასავით ცაში,
მე თითებით, გეხებოდი ფრთხილად...
ვერ ხვდებოდი?
რა მინდოდა, მაშინ...

გული ხელში, წუთებივით ფეთქავს...
მეც დაგეძებ ისე, როგორც ძველად...
ოღონდ ჩემთვის, ერთი სიტყვა გეთქვა...
მოვიდოდი,
ოცნებად და შველად...

მეგებება დილა, მატყუარა...
მზის სხივები, ძველებურად, მართობს...
შენ მკითხაობ, გიყვარვარ თუ არა...
მე კი,
შენი სიყვარული მათრობს...

შენ რომ არა, ვის გავანდო ფიქრი...
მე ხომ შენთან, ყოფნა მოვისურვე...
არ მინდოდა,
მაგრამ, სხვაგან მივქრი...
ერთხელ მოდის სიყვარული, თურმე...

მე უშენოდ, მეშინია, ვერ ვძლებ...
მინდა დარჩე ჩემში, ფიქრად, ბგერად...
მე ვიპოვი, რასაც გული ეძებს...
ვიცი, შენ ხარ...
ჩემი გულის ძგერა...

ყოველ დილას, შენს მკლავებში, თბილად...
ვიღვიძებდი, ვიგონებდი წამებს...
მე გჩუქნიდი,
სიყვარულის დილას...
შენ მჩუქნიდი,
სიყვარულის ღამეს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1204 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0