Загрузка...
როინ აბუსელიძე - ლექსის / roin abuselidze - leqsis - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » როინ აბუსელიძე - ლექსის / roin abuselidze - leqsis


7:18 PM
როინ აბუსელიძე - ლექსის / roin abuselidze - leqsis

ბაბას თოხზე შემოუსვამს მირაჟი,
მზე ჩადის და დღეებს წნელში ჩაფენილს,
ნენე ჩადებს მატყლის ნაქსოვ წინდაში,
საღამო კი ბორანოს სუნს აცრის,
წარსულია ახლა სულ ყველაფერი,
ოცი სახლი არის სოფლის ტირაჟი
და ცისფერი ბალახებით ნაფერი,
შურდულივით მოვარდება საცრის -

სათხოვებლად მეზობელის გოგონა,
ლამაზი და თან რარიგად ლამაზი,
ჩემი მზერა დაიჭიროს ოღონდ და
რას არ ვიზამ პოეტივით ბიჭი,
ოცნება მაქვს შვიდიათასსამასი,
ფიჩხებს ჩუმად შევაგროვებ კოცონთან
და იმ ციცას რომელიც მე მომწონდა
წამოვიწვენ ერთი ცალი ფიჭვის -

ბებერ ხესთან საიდანაც დუნიას,
ჩაკვნეტილი დაკვნესება ესმის...
მთელ სოფელს კი დილით ლექსის სუნი აქვს,
პატარა და უძინარი ლექსის...




გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1451 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0