Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - ჩემთან უფრო თბილა ... / zviad kechakmadze - chemtan ufro tbila ... - 8 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - ჩემთან უფრო თბილა ... / zviad kechakmadze - chemtan ufro tbila ...


10:07 AM
ზვიად კეჭაყმაძე - ჩემთან უფრო თბილა ... / zviad kechakmadze - chemtan ufro tbila ...


იცი, გულში რა ძალიან თბილა?
ასე ყოფნა,
სულ არაა რთული...
შენ ხარ, ჩემი საოცარი – დილა...
და შენს გამო,
მიფრთხიალებს გული...

მზეს და მთვარეს,
შენს სიყვარულს ვუმხელ...
და სხივები მინათებენ, დილას...
მომიყევი, რა გადაგხდა წუხელ...
მოდი,
გულში, იცი, როგორ თბილა?

შემატოვე ღამე, წასულ სიზმრებს...
მომეპარე,
და მაკოცე ფრთხილად...
შენთან,
გულში შემომიშვი ისევ...
გაზაფხულით დამინამე დილა...

შენ ხარ ჩემი, წარსული და აწმყო...
ჩემი ლოცვა,
ოცნება და დარდი...
მე ხომ დილას, შეუძლებელს არ ვთხოვ...
როცა მოვალ,
არ წახვიდე, დამხვდი...

იცი, წუხელ რა ძალიან მაკლდი?
ვიცი,
მალე გათენდება დილა...
შენს გულში თუ,
ვერ მომიჩენ ადგილს...
ჩემთან მოდი...
ჩემთან, უფრო თბილა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1279 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0