Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - ღამეა, შენთან ვარ და ... მესმის ჩურჩული ღამის ... / zviad kechakmadze - ghamea, shentan var da ... mesmis churchuli ghamis - 8 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - ღამეა, შენთან ვარ და ... მესმის ჩურჩული ღამის ... / zviad kechakmadze - ghamea, shentan var da ... mesmis churchuli ghamis


10:03 AM
ზვიად კეჭაყმაძე - ღამეა, შენთან ვარ და ... მესმის ჩურჩული ღამის ... / zviad kechakmadze - ghamea, shentan var da ... mesmis churchuli ghamis


ღამეა,
შენთან ვარ და...
მესმის ჩურჩული ღამის...
დაბლა ეშვება ფარდა,
სულ გამაგიჟო, ლამის...

ამ დღეს,
ველოდი რადგან...
ისევ, შენს კოცნას ვბედავ...
როცა, გარბიხარ სხვაგან...
მაინც, ყოველთვის გხედავ...

და ქარი,
ასე სუსტი...
მაინც გულებში ატანს...
შენს ტუჩებს, ისევ ვუცდი...
წლები მიმყვება დარდად...

მალე,
სიგარის კვამლში...
ძირს დაეშვება დილა...
მე, მოგონებად დავშლი,
წარსულს, გაკოცებ ფრთხილად...

მთვარე,
წარსულში ჩავა...
გულში ჩაგიკრავ თბილად...
მერე, უჩუმრად წავალ...
და გავაღვიძებ დილას...

ნეტა,
რას რას ვერჩი ნიავს,
ახლა, რომ ჩემში ფეთქავს...
დროს სიყვარული მიაქვს...
და ღამეს გვითევს თეთრად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1157 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0