ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 5:53 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



გენრი დოლიძე - გამოგაქანდაკე, როგორც გალათეა ... / genri dolidze - gamogaqandake, rogorc galatea ...


გამოგაქანდაკე, როგორც გალათეა
ჩემთვის გაგაცოცხლა ცამ,
გარეთ არ გახვიდე, გარეთ ღალატია,
სულში ჩაიკეტე თამ!

სევდა ფიქრზე მახვევს ეჭვის მავთულხლართებს,
მასმენს ქარიშხლების ხმებს,
ეჭვი მეპარება, ვინმეს ბრმად უყვარდე,
როგორც შემიყვარდი მე.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2362 / თარიღი: 2013-05-04 / 0:17 AM / შაბათი

გიორგი ზანგური - მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს ... / giorgi zanguri - mtkavelze markhaven bavshvebi merckhals ...


"მტკაველზე მარხავდნენ ბავშვები მერცხალს
ფოთლის სუდარა ტანზე ესვენა,
ეზოში ქალი თეთრეულს რეცხავს,
თვალები მასაც სევდით ევსება.

საფლავზე ეწყო ფერადი ქვები,
და ჩამომჭკნარი ორი გვირილა,
ბავშვები, მერცხლის ჭირისუფლები,
თამაშ–თამაშში იქცნენ ტირილად. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2373 / თარიღი: 2013-05-03 / 11:56 PM / პარასკევი

გიორგი ზანგური - ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან ... / giorgi zanguri - qali rom dagitqvams paemans tavisit ...


ქალი რომ დაგითქვავს პაემანს თავისთან
დაგხვდება გამომწვევ კაბით და მკლავებით,
შენ უნდა გახსოვდეს რომ უცხო არის
და გადაკეტე ზურგ სუკან ოთახის კარები.
არ უთხრა ყავაზე გადაჭრით უარი
,ალკოჰოლს თუ დალევთ, მან მეტი დალიოს,
როდესაც დათვრება გულდასმით უარეთ
რო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 8964 / თარიღი: 2013-05-03 / 11:51 PM / პარასკევი

გიორგი არაბული - არ გეგონოს / giorgi arabuli - ar gegonos


არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2280 / თარიღი: 2013-05-03 / 11:46 PM / პარასკევი

გურამ ლაცაბიძე - კადრი ბავშვობიდან / guram lacabidze - kadri bavshvobidan


ბაბუ სარკმლის გაღებით ოთახს თვალებს უხელდა,
ბებო ცეცხლს აღვივებდა, უსიტყვო და მორჩილი...
მე კი მთელი ბავშვობა მხოლოდ ის მაწუხებდა,
ხე რომ გვედგა ეზოში, რატომ იყო მოჭრილი?!

მთვარე. როგორც უცხენოდ დარჩენილი ურემი,
იდგა უმოძრაოდ და თავის დილას უცდიდა.
მწვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1895 / თარიღი: 2013-05-03 / 11:29 PM / პარასკევი

ბაჩო ზაქაიძე - ღამის ზღაპარი / bacho zaqaidze - ghamis zghapari


მთვარე ჩამოივლის ღამის პოდიუმზე,
ნახევრად ჩამქრალი იწყებს ჩამოჯდომას,
სადაც მნათობები ზეცის ბორდიურებს
ჰგავს და უსმენს ღამეს, ისიც არ მუნჯდება.

უყვება ბალადებს ძილის წინ ზღაპრებად,
სანამ გათენდება დილა დაძინების,
(ხანაც გადახედავს თუ როგორ გაქრება
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1329 / თარიღი: 2013-04-26 / 2:07 AM / პარასკევი

ბაჩო ზაქაიძე - ვნების პირველი ღამე / bacho zaqaidze - vnebis pirveli ghame


ოთახი სადაც არავინ არის,
ვარდის ფურცლებით სავსე საწოლი,
ოდნავ ფაჩუნი დახურულ კარის,
მწველი ჩურჩული: “დროა დაწოლის”.

ორად ჩახსნილი წითელი ფარდა,
საბანი შიშველ მკერდის ნუგეშად,
ნელ-ნელა ქვევით სამოსის ვარდნა,
ტუჩების შებმა ოდნავ უხეშად.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3629 / თარიღი: 2013-04-26 / 1:55 AM / პარასკევი

ბაჩო ზაქაიძე - გულის სამარხი / bacho zaqaidze - gulis samarkhi


ძველებურად დავუყვები ქუჩას,
როგორც ცხენი უმოძრაო თავლას,
ქუჩის ბოლოს უშენობა უჩანს,
უჩანს თუმცა, მაინც ვიწყებ ავლას.

ჩუმ ღამეში მიტოვებულ სურნელს,
გადაეკრა ფერფლიანი ფარდა,
და ამ ფერფლით ამოვსებულ ურნებს,
ყველა უვლის, ყველა ერთის გარდა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1375 / თარიღი: 2013-04-26 / 1:49 AM / პარასკევი

გიორგი ზანგური - გაზაფხულია! / giorgi zanguri - gazafkhulia


ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან
და უკანონო ეყოლა კვირტი.
ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,
ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,
ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,
ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,
ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 2493 / თარიღი: 2013-04-25 / 3:01 PM / ხუთშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მესაფლავე / galaktion tabidze - mesaflave


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 16893 / თარიღი: 2013-04-25 / 2:35 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 382 383 384 385 386 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0