ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 3:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



რობერტ მესხი - ოპერატორი / robert meskhi - operatori


„და თქვენ გგონიათ, ეს კარგია?“
/ენემეო სიდიანი/

დიაფრაგმაა ხიდი.
ყველა სხივი აქ გადატყდება.
მთავარია სენსორი როგორ რეაგირებს,
რისი დანახვის შესაძლებლობას გაძლევს -
სიზმრების თუ სანაპიროზე ჩარიგებული მიმოზების,
იქნებ, ბებერი ციხეც მოიწვდინო,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 869 / თარიღი: 2017-12-18 / 10:58 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


მაისის ბოლო.
პერფორმანსი -
ქართლის მინდვრებზე ქართულ დროშას იმეორებენ
ვერძები და ყაყაჩოები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 770 / თარიღი: 2017-12-18 / 10:57 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


ქარი ერთობა, -
უმარტივესად
იწყობა და ისევ იშლება
ღრუბლების პაზლი.

მე - ძალაგაცლილს - რა ამაწყობს,
გზაზე დაფანტულს,
ან ჩემს ქალაქებს?!
ვზივარ უმწეო ბავშვივით და
ვითომ ვალაგებ...

კომენტარები: 0 / ნანახია: 772 / თარიღი: 2017-12-18 / 10:56 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნაგავსაყრელის ექო / robert meskhi - nagavsakrelis eqo


პირდაფჩენილი და მშიერი ურნები დგანან ქალაქში,
განურჩევლად ყლაპავენ ყველას და ყველაფერს:
ადამიანებსა და ცხოველებს,
სახლებსა და მანქანებს,
ხეებსა და ყვავილებს...
ზოგი რამ თვითონაც უვარდებათ ხახაში,
მერე რკინის სახურავების ბრახუნით მიდიან ქალაქგარეთ,
რკი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 782 / თარიღი: 2017-12-18 / 10:54 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ბორჯომი. სურათი / robert meskhi - borjomi. surati


ხშირი ნაძვები
წამწამებივით აუპრიხავთ მწვანე მთა-გორებს.
ქარში, როცა ახამხამებენ,
შორს იფანტება ოქროს მტვერი
ქუთუთოთაგან.

საკვირველია:
აპრილს ჰგავს შენი გამოხედვა,
ამ მთა-გორებსაც...

კომენტარები: 0 / ნანახია: 800 / თარიღი: 2017-12-18 / 10:53 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli


გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

გივარგი,
ფარ-შუბი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 704 / თარიღი: 2017-12-18 / 10:52 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ზიარება / robert meskhi - ziareba


მე ვიცნობ შვილებს, -
თუ რამე აქვთ, გადაადნობენ,
შეუკვეთავენ ძვირფას ჩარჩოს გულსაკიდისთვის,
სამაჯურისთვის,
მრგვალს ან მართკუთხედს,
მოქექავენ ყვითელ ფოტოებს,
სადაც დედა უდარდელია
და ბრწყინავს, როგორც სანთლის შუქზე
ჯვარი ნაკურთხი.

მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 789 / თარიღი: 2017-12-18 / 10:51 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - მიწა / robert meskhi - mitsa


მოკვდა და...
მთელი დანაზოგი მიწაში მისცა.
ეკლესიასთან,
იქ, სადაც საძმო საფლავია.
სადაც ხშირად ქარი ამოდის,
მარტია თუ სექტემბრია,
არ არჩევს ქარი საფლავის ქვებს - მტვერი მტვერია!
ალალი იყო სამი პეშვი ენგურს გაღმიდან,
ვიღაცა რომ გულზე აყრიდა... ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 723 / თარიღი: 2017-12-18 / 10:49 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - შობა / robert meskhi - shoba


საოცარია,
საბანქვეშ დიდი გობი იდგა,
გობში თრთოდა ფუმფულა ცომი.
ჩამოუვლიათ ფანჯარასთან უცხოელ მოგვებს...
შენ გაგვიმრავლე
ერთი ასად,
რაც მოგვე-
ცემა
ამ ღამით -
სითბო,
სიყვარული
და ერთად ყოფნა...
ღვეზლებიც, სავსე ყველით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 726 / თარიღი: 2017-12-18 / 10:48 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ანაკლიასთან / robert meskhi - anakliastan


წარმოვიდგინე, შავ ზღვას როგორ გაუთამამდი
და აქოჩრილი ტალღა თეძოს როგორ მიასკდა...
ზღაპარს მიამბობ... არ ვიცოდი თითქოს აქამდე,
რომ მზის ყოველი ჩასვენება ანაკლიასთან
მშვიდ ტილოს მოჰგავს, შესრულებულს ოსტატის ფუნჯით
(მე ორმოცს გავცდი... გუშინდელი შენ გეთქმის ბავშვი!) < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 741 / თარიღი: 2017-12-18 / 10:46 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 37 38 39 40 41 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0