ლექსები - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-16, 1:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნინო ქოქოსაძე - გასტრონომიული / nino qoqosadze - gastronomiuli


დავცარიელდით!
ისე -
როგორც ჩვენი მაღაზიის დახლები -
ოთხმოცდაათიანებში.
მარტო ეტიკეტები დარჩა
და ფასი,
ქრონიკულად დეპრესიული.

ამიწონეთ ორი გრამი კაცთმოყვარეობა,
ჩამომისხით ორი მლ.ცრემლი.
-ეგეც გათავდა?

არა და რა მაჟორულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 709 / თარიღი: 2017-12-19 / 11:06 PM / სამშაბათი

"მეფე" ირაკლი ჩარკვიანი - რეაქტიული მარტოობა / "mefe" irakli charkviani - reaqtiuli martooba


რეაქტიული მარტოობა,
დაძაბული,
გამოუთქმელი შიში შეხების,
საგნებთან,
საყვარელთან,
გაქრა.
რომანტიული ბილიკის,
რითმის ბოლოა,
შელამაზების,
ვაზისყურა ქალიშვილების
ირმისთვალური სევდა
გაქრა.
სოც-რომანტიზმის
ცისფერთვალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1017 / თარიღი: 2017-12-19 / 5:10 AM / სამშაბათი

ლაშა მარგიანი - დეკემბრის დამდეგი / lasha margiani - dekembris damdegi


გარეთ დეკემბრის დამდეგია.
გულში ნოემბრის მიწურული.
მაქვს მიწერილი რამდენი რამ,
მაგრამ არცერთი მოწერილი...
ჰო, მთები უკვე დათოვლილა,
ვგრძნობ, ეს ზამთარიც გამაწამებს,
რადგან ყვითელი ფოთოლი ვარ
და არა წიწვი მარად მწვანე.
კვლავ შენ ხარ ჩემი მისამარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 835 / თარიღი: 2017-12-19 / 5:03 AM / სამშაბათი

ნიკა ძამიაშვილი - სამი / nika dzamiashvili - sami


მეგობრის ქალაქში
რკინიგზაზე,
ხიდზე გადასვლისას
ავხედე ზეცას.

გადამიფრინა
სამმა ერთმანეთით გამთბარმა ჩიტმა,
რომლებსაც ისეთი სიახლოვე აკავშირებდათ
როგორც ხიდს — მოაჯირი,
ან ნახევრად მოწეულ სიგარეტს ჩემი თითები.
არ ვიცი მათი გზა-კვალი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 738 / თარიღი: 2017-12-19 / 4:58 AM / სამშაბათი

ნიზარ კაბანი - რევოლუციის ზღაპარი / nizar kabani - revoluciis zghapari


მე ვარ ვინც ათას ერთ ღამეს წვავს,
და ქალებს ათავისუფლებს,
ბედუინთა ბრჭალებისაგან...

მე ვარ ვინც იცავს ქალთა ვარდებს,
მომაკვდინებელ ჭირთაგან
და მჭრელ თავდასხმისგან...

მე ვარ ვინც შექმნა სიყვარული, ძალდატანებით,
ხოლო მალიქა გაამგზავრა საკუთა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1014 / თარიღი: 2017-12-18 / 11:12 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - ორი საბავშვო ლექსი / robert meskhi - ori sabavshvo leqsi


მ ე გ ზ უ რ ე ბ ი

ერთხელ ჭიამაიას ტყეში შემოაღამდა,
ვერ იპოვა ვერაფრით გზა-სავალი შინისკენ,
უსწრაფესად მოკეცა დაწინწკლული ფრთები და
დაჯდა იქვე, ბილიკზე.
მაგრამ ღამის წყვდიადი რომ ექციათ ნათელად,
მოფრინავდა შორიდან ორი ციცინათელა.
მოციალე ფარნები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 969 / თარიღი: 2017-12-18 / 11:04 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


რომელი მედიუმი მე ვარ, დედოფალო?! -
ხილულებთან ვეღარ ვსაუბრობ.
აღარც ის ვიცი,
როგორ სხდებიან სანთლის შუქზე
თითებთან ერთად
საიქიოდან მოხმობილი უცხო სულები,
იქნებ, თეფშის ქვეშ მიძვრებიან?..
გკითხავ და მარქვი, დედოფალო,
როგორც წმინდანს, გკითხავ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 870 / თარიღი: 2017-12-18 / 11:02 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


დღეს შიშველ ტანზე დამამაგრეს გულის სასმენი,
რაღაც მონსტრი შვიდი საცეცით,
რომ ჩაინიშნოს ყველა ჩქამი,
ყველა ნამცეცი -
გამხელილიც, გაუმხელელიც...
...მოვდივარ ყვითელ ტროტუარზე როგორც რობოტი.
არადა, ჩემთვის საკმარისზე მეტიც კი იყო,
გულთან რომ ჭადრის ფოთოლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 793 / თარიღი: 2017-12-18 / 11:02 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


რაღაცას უკრავს ეს ონკანი,
რაღაცას მღერის, -
აურია შვიდივე ნოტი.
სხვაც იყო ერთი - წვეთი წყალი არ მოდიოდა.
და წვიმის ღმერთი დავიბრუნეთ წარმართებივით.
წამოვიდა ტყვიების წვიმა.
დავაყენეთ ტყვიის ნაყენი.
(სიტყვა „ომი“ - შაქარყინული).
ბებიაჩემი დღემდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 755 / თარიღი: 2017-12-18 / 11:01 PM / ორშაბათი

რობერტ მესხი - * * * / robert meskhi - * * *


შენს ფანჯარასთან პარკირება აკრძალულია.
ჩავაქრე ძრავა,
ჯიუტად ვდგავარ.

(ლოდინში მე და ეს ჭადარი ერთად ვფითრდებით...)

ვიდრე ჩამოხვალ,
გაივსება საქარე მინა
გიორგობისთვის - „სითიპარკის“
ჟღალი ქვითრებით.

კომენტარები: 0 / ნანახია: 833 / თარიღი: 2017-12-18 / 11:00 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 36 37 38 39 40 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0