Загрузка...
რობერტ მესხი - ოპერატორი / robert meskhi - operatori - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ოპერატორი / robert meskhi - operatori


10:58 PM
რობერტ მესხი - ოპერატორი / robert meskhi - operatori
„და თქვენ გგონიათ, ეს კარგია?“
/ენემეო სიდიანი/

დიაფრაგმაა ხიდი.
ყველა სხივი აქ გადატყდება.
მთავარია სენსორი როგორ რეაგირებს,
რისი დანახვის შესაძლებლობას გაძლევს -
სიზმრების თუ სანაპიროზე ჩარიგებული მიმოზების,
იქნებ, ბებერი ციხეც მოიწვდინო,
მთებს შორის ჩვილივით ჩაკრული რიწაც,
მაგრამ არ უნდა დაგაღამდეს,
ღამეში ხედვის მატრიცა თარაშ ემხუარმა მოიტაცა,
თარაშ ემუხუარი კი - უხიდო მდინარემ
და კვების ბლოკიც ხომ მოთმინებით უნდა დატენო,
სარკეები რომ არ ჩაგიქრეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 878 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0