Загрузка...
რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli


10:52 PM
რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli


გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

გივარგი,
ფარ-შუბი გივარგა -
აეფარე.

სისხლიან ხელებზე აწებებული ყვავილები
წყლით მუცელდაბერილ მდინარეებს მოუყევი, -
მიწამ არ გაიგოს!..
მიწამ არ გიწყინოს!..

გაჭერი მავთულხლართი,
ქართლს რომ წამოადგეს ეკლის გვირგვინივით,
ჩადრიკე,
ჟანგმა ჭამოს!..

გივარგიი,
გივარგიი,
სული გადაიფრენს,
სული გამოძვრება რვალიდან, ეკლიდან...
ცას მაინც შეჰკიდე
ფერადი ბუშტები,
ბავშვებმა ფრანებთან ერთად რომ აუშვეს...
შიგ მათი სულია,
მავთულს ნუ შეახევ, გივარგი!..

გორი, 26 აპრილი, 2017


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 727 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0