Загрузка...
რობერტ მესხი - ზიარება / robert meskhi - ziareba - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ზიარება / robert meskhi - ziareba


10:51 PM
რობერტ მესხი - ზიარება / robert meskhi - ziareba


მე ვიცნობ შვილებს, -
თუ რამე აქვთ, გადაადნობენ,
შეუკვეთავენ ძვირფას ჩარჩოს გულსაკიდისთვის,
სამაჯურისთვის,
მრგვალს ან მართკუთხედს,
მოქექავენ ყვითელ ფოტოებს,
სადაც დედა უდარდელია
და ბრწყინავს, როგორც სანთლის შუქზე
ჯვარი ნაკურთხი.

მე ვიცნობ დედებს,
შვილისთვალებგადანაყლაპებს,
უშავესი ყორნის სამოსით,
რომელთაც მარტის ყვავილები ყელში ამოსდით,
ფურცლები რომ ექცათ ხატებად,
მძიმე ჯაჭვებით
რეკენ და რეკენ მათ კისრებზე დედოზარები
და სასულედან ერთი სიტყვა -
„ომი“ მოუჩანთ.

საკუთარ თავსაც კარგად ვიცნობ...
მუჭში მყავს დედა,
დედას თევზის ქონის სუნი აქვს.

მძულდა ეს კოვზი...
და ვერაფრით მოვინანიე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 798 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0