Загрузка...
რობერტ მესხი - ნაგავსაყრელის ექო / robert meskhi - nagavsakrelis eqo - 18 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 18 » რობერტ მესხი - ნაგავსაყრელის ექო / robert meskhi - nagavsakrelis eqo


10:54 PM
რობერტ მესხი - ნაგავსაყრელის ექო / robert meskhi - nagavsakrelis eqo


პირდაფჩენილი და მშიერი ურნები დგანან ქალაქში,
განურჩევლად ყლაპავენ ყველას და ყველაფერს:
ადამიანებსა და ცხოველებს,
სახლებსა და მანქანებს,
ხეებსა და ყვავილებს...
ზოგი რამ თვითონაც უვარდებათ ხახაში,
მერე რკინის სახურავების ბრახუნით მიდიან ქალაქგარეთ,
რკინისავე ხელებით ირევენ გულს და
პირწმინდად ითავისუფლებენ აქოთებულ სტომაქს.
აქ კი, გადაზელილი ნარჩენების გროვაში,
სადაც დედები დაკარგულ შვილებს,
ხოლო შვილები პურსა და ჯართს ეძებენ,
სადაც წელებზე ფეხდადგმული მამები სხედან და
სიგარეტის ნარჩენებს აბოლებენ,
შეიძლება იპოვო ღმერთი და ჰკითხო:
„ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“
და პასუხად გამოგიგორდეს თავი,
რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 790 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0