მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - სიყვარულის ინექცია / robert meskhi - sikvarulis ineqcia
5:56 PM რობერტ მესხი - სიყვარულის ინექცია / robert meskhi - sikvarulis ineqcia
ტალღა უნდა იყოს სწრაფი და მჩქეფარე, სიცოცხლესავით, - ანდა პირიქით...
სიცოცხლე უნდა იყოს ლაღი, მენთოლიანი, მაჭარივით, - ანდა პირიქით...
მაჭარი უნდა იყოს ცელქი, მათრობელა, მაისის წვიმასავით, - ანდა პირიქით...
წვიმა უნდა იყოს მირაჟი, გამჭვირვალე, ბროლივით, - ანდა პირიქით...
ბროლი უნდა იყოს თხელი, გათოშილი, თითქმის სიკვდილივით, - ანდა პირიქით...
სიკვდილი უნდა იყოს მლაშე, უცაბედი, ცუდი სიზმარივით, - ანდა პირიქით...
სიზმარი უნდა იყოს ბურუსი, აუხსნელი, ქალივით, - ანდა პირიქით...
ქალი უნდა იყოს ლამაზი, მზისფერი, ყვავილივით, - ანდა პირიქით...
ყვავილი უნდა იყოს გაშლილი, ანუ ღია, გულივით, - ანდა პირიქით...
- შეიყვანეთ სიყვარულის ინექცია?.. - დიახ, ახლახან... - გაიმეორეთ!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 756 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|