Загрузка...
რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს / robert meskhi - amogvikitkhes - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს / robert meskhi - amogvikitkhes


5:57 PM
რობერტ მესხი - ამოგვიკითხეს / robert meskhi - amogvikitkhes


ამოგვიკითხეს ლინგვისტებმა
ვაი-ვაგლახით.
შენ ყოფილხარ შ ე მ ა ს მ ე ნ ე ლ ი,
თან შედგენილი,
მე - ქ ვ ე მ დ ე ბ ა რ ე...
ჯერ იყო ასე:
ქვამდე ბარეს მიწის მთხრელებმა,
წვრილი ფუნჯები გვიღიტინეს,
ქიმიკატებით ამოგვივსეს
მშრალი ვენები.
მერე?
მერე უკვე როგორც გითხარი, -
შენ აღმოჩნდი შემასმენელი -
კარგად მეყოლე,
დავიღალე
ან მებრალები...
მე - ქვემდებარე, -
კარაველა
ან მანდოლინა...
კიდევ იპოვეს ერთი წევრი მეცნიერებმა -
დ ა მ ა ტ ე ბ ა,
პირდაპირი ანდა ირიბი,
ჩვენ რომ გვიშლიდა ერთად ყოფნას
ზოგჯერ პირდაპირ,
ზოგჯერ - ირიბად...
აქაც...
მიწაშიც...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 730 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0