Загрузка...
რობერტ მესხი - მუზის პასეანსი / robert meskhi - muzis paseansi - 12 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - მუზის პასეანსი / robert meskhi - muzis paseansi


2:34 PM
რობერტ მესხი - მუზის პასეანსი / robert meskhi - muzis paseansi


ჩამოვარდნილა მთვარე,
როგორც ნაფოტი ხმელი,
ქარო, ნუ ანჯღრევ კარებს,
მუზის მოფრენას ველი.
მუზა არ დალევს ყავას,
ქვაზე მიაბამს გლისერს,
ახლა ჩემს თავში თავად
ეშმა მოიტეხს კისერს.
არც ღვინოს დალევს მუზა,
ჭერზე პასეანსს გაშლის,
ქალღმერთს მუხლებზე უზის
თურაშაული ვაშლი.
დამა მოგკლავსო, მეტყვის,
უთუოდ ყვავის დამა,
იერი აქვსო ვეფხვის,
ტანზე იცმევსო ლამას.
თვალები - მფრთხალი ნუკრის,
ხმა აქვსო ტკბილზე ტკბილი...
მუზა ფეხს ქოშში უყრის,
მიჰყვება მთვარის ბილიკს.
მთვარე ბაცი და მქისე
მოჰგავს შარშანდელ სიზმარს,
რა ქნას? - დაბერდა ისევ,
ვერ არჩევს წრეს და პრიზმას...
ჰე, მთვარევ, მორჩი ქსოვას,
შენც სუ, ბორიოვ, ნუ ჰქრი...
მალე სამთავე მოვა:
ვეფხვი, ლამა და ნუკრი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 754 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0