ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 4:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკო გომელაური - მას! / niko gomelauri - mas!


მხოლოდ ერთი რამ გამაგებინე
(მინდა გავერკვე,მინდა მესმოდეს)
რატომ პასუხი არ მაგებინე,
მე და ჩემნაირ მცირე პერსონებს?...
გამაგებინე, რა დამიშავე
– მუდამ ამაოდ რატომ გახსენებ?..
თუნდაც თავიდან უცებ ვიშვა მე,
ვიცი, მაშინაც არ მოგასვენებ...
გამაგები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 782 / თარიღი: 2017-12-07 / 8:51 PM / ხუთშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - სიჩუმე / shota nishnianidze - sichume


მიყვარს სიჩუმე გარდასულ ჟამის,
დიდი,ყვითელი და სავსე მთვარის.
მრავალი დღე და მრავალი ღამე
მეცა ვყოფილვარ სიჩუმით მთვრალი.

სულს მინედლებს და მიაბრეშუმებს
და მიასკეცებს,რაც რომ მებადა,
ეკლესიათა,ქანდაკებათა
მრავლისმეტყველი დიდი სიჩუმე.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 719 / თარიღი: 2017-12-07 / 8:51 PM / ხუთშაბათი

ტერენტი გრანელი - საბურთალოზე / terenti graneli - saburtaloze


მომესმა ყეფა ბებერი ძაღლის,
ჩემთან რა გინდა, რომ მიყეფ ძაღლო!
აგერ დგას ველზე პატარა სახლი,
ასე მეც მინდა რომ დავესახლო.

თითქოს დავტოვე თბილისი უკვე
და მდინარესთან ქვების კალოა.
და ახლა ირგვლივ სიჩუმე სუფევს
და ახლა ირგვლივ საბურთალოა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 772 / თარიღი: 2017-12-07 / 8:49 PM / ხუთშაბათი

ტერენტი გრანელი - ფიქრები სიშორეზე / terenti graneli - fiqrebi sishoreze


ოთახში ვსდუმდი და წვიმდა ოდნავ
და ვწუხდი გვიან გაფრენილ დღეზე,
და როგორც ცეცხლი, გარს მეხვეოდა
ფიქრი, სიკვდილზე და სიშორეზე.

იდგნენ ქარები მძიმე დარდების
და იშლებოდნენ შუქები სიმად.
ვნანობდი განვლილ მზიან დარებზე,
უიმედობას ანთებდა წვიმა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 825 / თარიღი: 2017-12-07 / 8:49 PM / ხუთშაბათი

ტერენტი გრანელი - ცრემლი შუაღამის / terenti graneli - cremli shuaghamis


ჩნდება შორეული ჩემი მოგონება,
ო,ეს მოგონება - გაფრენილი მტრედი.
მე ხანდახან თავი მკვდარი მეგონება
და ეს ქვეყანა მხოლოდ სიზმარეთი.

ცოდვილი პოეტი მუდამ ასე რჩება,
ო,მინდა უარვყო ახლა ყოველივე.
ჩემი თეთრი სული შენთან იტანჯება,
ოთახში სიბნელე დადის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 742 / თარიღი: 2017-12-07 / 8:48 PM / ხუთშაბათი

ბესიკ ხარანაული - აუცილებლობა / besis kharanauli - aucilebloba


რა არის ნიჭი,
თუ მას ზღუდე არ შემოავლე,
რა არის ზღუდე,
მოთმინებით თუ არ აშენდა;
და მოთმინებაც რაღა არის,
თუ არა დღე და ღამე ყოველი!

კომენტარები: 0 / ნანახია: 707 / თარიღი: 2017-12-07 / 8:47 PM / ხუთშაბათი

ვაჟა-ფშაველა - კაი ყმა / vajha-fshavela -kai kma


კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,
ნათქვამი არა გვცხვენოდეს,
მსმენლის გულს აბორგოვებდეს,
არავის არა სწყენოდეს?
ვინა, ვინ არი კაი ყმა,
ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?

მიდით, იქ მიდით, სადაცა
ხალხი ხალხზედა ჰღელავდეს,
მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ - მტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 669 / თარიღი: 2017-12-07 / 8:44 PM / ხუთშაბათი

ირაკლი აბაშიძე - შენ ყველა იმ დღეს... / irakli abashidze - shen kvela im dghes


შენ ყველა იმ დღეს
ნუ დაარქმევ
დაკარგულს უქმად,
შენ რომ ვით ღმერთი,
როგორც მეფე
ფლანგავდი გულქვად.
მეფე მდიდარი,
მეფე შმაგი,მეფე ზვიადი...
მილიონს წვავდი-
სახლში გეწყო ცხრა მილიარდი...
ტრფიალის ჟინში,
ლხინის ეშხში
გაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 805 / თარიღი: 2017-12-07 / 8:42 PM / ხუთშაბათი

ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მაკო ქობალიას / nika dzamiasvili - leqsi mako kobalias


მე არავინ მგავს ისე,
როგორც შენ.

მე არ ვგავარ
არცერთი წიგნის პერსონაჟს
და არცერთ ცხოველს.
ყველაფერი ბუდობს ჩემში ცოტ-ცოტა.

ჩვენ განგვასხვავებს ჩემი სიგიჟე,
ჩემი დაუღვრელი ცრემლი
და ამოუღებელი ხმა.

და საერთო,
რაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 745 / თარიღი: 2017-12-05 / 11:33 PM / სამშაბათი

ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მარიანა სამხარაძეს ბაჭიას / nika dzamiasvili - leqsi mariana samkharadzes bachias


ქალაქი ისვენებს გამვლელთაგან.
ჩემი ნაბიჯები კი მდინარესავით ეღვრება ქუჩას.

მინდვრის ყვავილებს ირეკლავს მთვარე,
რომელიც ეძებს შემორჩენილ წყალს,
საკუთარ ნამტირალევ სახეზე.

ჩემი შენსდამი ნათქვამი „მიყვარხარ!“
საკუთარ სისხლზე ძვირია
მაგრამ მას ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 803 / თარიღი: 2017-12-05 / 11:04 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 60 61 62 63 64 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0