Загрузка...
ნიკო გომელაური - მას! / niko gomelauri - mas! - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » ნიკო გომელაური - მას! / niko gomelauri - mas!


8:51 PM
ნიკო გომელაური - მას! / niko gomelauri - mas!


მხოლოდ ერთი რამ გამაგებინე
(მინდა გავერკვე,მინდა მესმოდეს)
რატომ პასუხი არ მაგებინე,
მე და ჩემნაირ მცირე პერსონებს?...
გამაგებინე, რა დამიშავე
– მუდამ ამაოდ რატომ გახსენებ?..
თუნდაც თავიდან უცებ ვიშვა მე,
ვიცი, მაშინაც არ მოგასვენებ...
გამაგებინე, რად გიღირს რითმა?
ნუთუ ლექსისთვის აქ მომავლინე?
თუ ასე არის, მე მინდა გითხრა,
უპრინციპობა გამოავლინე.
გამაგებინე, ხუმრობის არსი
(ხუმრობის, ცოტა მეც გამეგება)...
შენს გვერდით მარჯვნივ რატომღა დამსვი?
– მე ხომ მარცხენა სვლა მეხერხება...
რით გამაოცე, რით გამაორე?
– ჯვარს და ჯავრიანს ნაბიჯი მიჯნავს.
გამაგებინე. ვიბნევი.... თორემ,
ჩემგან რა მიდის?! – მე ვიზამ პირჯვარს!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 788 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, Niko Gomelauri, ნიკო გომელაური, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0