Загрузка...
ტერენტი გრანელი - საბურთალოზე / terenti graneli - saburtaloze - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » ტერენტი გრანელი - საბურთალოზე / terenti graneli - saburtaloze


8:49 PM
ტერენტი გრანელი - საბურთალოზე / terenti graneli - saburtaloze


მომესმა ყეფა ბებერი ძაღლის,
ჩემთან რა გინდა, რომ მიყეფ ძაღლო!
აგერ დგას ველზე პატარა სახლი,
ასე მეც მინდა რომ დავესახლო.

თითქოს დავტოვე თბილისი უკვე
და მდინარესთან ქვების კალოა.
და ახლა ირგვლივ სიჩუმე სუფევს
და ახლა ირგვლივ საბურთალოა.

ღმერთო! არ ვიცი მე რა მომელის,
თუმცა დაღუპვის ფიქრი ტრიალებს.
მივალ პოეტი, დაუცხრომელი,
მივალ პოეტი, მოხეტიალე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 778 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: terenti kvirkvelia, poezia, leksi, leqsi, leqsebi, leksebi, terenti graneli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0