Загрузка...
ირაკლი აბაშიძე - შენ ყველა იმ დღეს... / irakli abashidze - shen kvela im dghes - 7 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 7 » ირაკლი აბაშიძე - შენ ყველა იმ დღეს... / irakli abashidze - shen kvela im dghes


8:42 PM
ირაკლი აბაშიძე - შენ ყველა იმ დღეს... / irakli abashidze - shen kvela im dghes


შენ ყველა იმ დღეს
ნუ დაარქმევ
დაკარგულს უქმად,
შენ რომ ვით ღმერთი,
როგორც მეფე
ფლანგავდი გულქვად.
მეფე მდიდარი,
მეფე შმაგი,მეფე ზვიადი...
მილიონს წვავდი-
სახლში გეწყო ცხრა მილიარდი...
ტრფიალის ჟინში,
ლხინის ეშხში
გაცემულს უხვად-
შენ ყველა იმ დღეს
ნუ დაარქმევ
დაკარგულს უქმად.
თვით მათაც,მათაც,
დღეს რომ არ თვლი
ღირსად აღნიშვნის,
თვით სიმწრის დღეებს,
დღეებს მარცხის და იაღლიშის.

ახლა ის დარდიც
არ ღირს დარდად,
არცა ღირს ლუკმად...
შენ ყველა იმ დღეს
ნუ დაარქმევ
დაკარგულს უქმად.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 811 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: poezia, leksi, leqsi, leqsebi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0