Загрузка...
ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მაკო ქობალიას / nika dzamiasvili - leqsi mako kobalias - 5 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 5 » ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მაკო ქობალიას / nika dzamiasvili - leqsi mako kobalias


11:33 PM
ნიკა ძამიაშვილი - ლექსი მაკო ქობალიას / nika dzamiasvili - leqsi mako kobalias
მე არავინ მგავს ისე,
როგორც შენ.

მე არ ვგავარ
არცერთი წიგნის პერსონაჟს
და არცერთ ცხოველს.
ყველაფერი ბუდობს ჩემში ცოტ-ცოტა.

ჩვენ განგვასხვავებს ჩემი სიგიჟე,
ჩემი დაუღვრელი ცრემლი
და ამოუღებელი ხმა.

და საერთო,
რაც ორივეს გვახასიათებს
- სიყვარული,
მაგრამ შენ ჩემზე ბევრად კეთილი ხარ.

ორივეს გვიყვარს,
როგორც მომღიმარი ხალხი,
ასევე დაცემულის ფეხზე წამოყენება.
ორივეს გვიყვარს ბავშვები.

ორივეს გვაქვს გამოცდილება
და ორივეს გვაქვს უნარი გვიყვარდეს ყველა,
მაგრამ არა - ერთმანეთი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 753 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, ნიკა ძამიაშვილი, mako kobalia, sigije, 27 tebervali, cremli, nika dzamiashvili, leqsi, ertmaneti, მაკო ქობალია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0