ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 9:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



შოთა იათაშვილი - ქაღალდი და "კაპიროვკა" (საბეჭდი მანქანაც) / shota iatashvili - qaghaldi da "kapirovka"" (sabechdi manqanac)


ისინი იყვნენ მტრედები, ხოლო ჩვენ – ყვავ-ყორნები.
ვცხოვრობდით ერთად.
სულ ერთმანეთში ვირეოდით.
სულ ერთმანეთს ვეტმასნებოდით.
ჩვენი პატრონის ნაფიქრ-ნათქვამს ერთად ვუსმენდით.
ყოველი სიტყვა, რომელიც მტრედებს გულზე
ხვდებოდათ,
ჩვენს გულებსაც მსჭვალავდა ხოლმე. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1310 / თარიღი: 2015-10-31 / 3:11 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - ღრუბლები დაიშალნენ / shota iatashvili - ghrublebi daishalnen


ღრუბლები დაიშალნენ.
ხვალ სხვა ღრუბლები შეიკრიბებიან ისევ აქ.
ბირჟა უცვლელია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1102 / თარიღი: 2015-10-31 / 3:10 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - შემოდგომა. მე. / shota iatashvili - shemodgoma. me.


შემოდგომა. ქუჩა.
ქარი ფოთლებს კუჭავს.
ქარი გუბეს დღვებს.
მომენატრე დღეს.

მომენატრე გუშინ.
მომენატრე ხვალ.
ამინდია კუშტი.
ქარი კედლებს ხრავს.

ცელოფანის პარკი
დაბოგინობს ურჩი.
შემოდგომა. ქუჩა.
შემოდგომა. ცა.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1026 / თარიღი: 2015-10-31 / 3:09 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - შემრყევი და დამცემი / shota iatashvili - shemrkevi da damcemi


მას შემდეგ, რაც ცხოვრებამ
სასტიკად შემარყია,
მაგიდაზე ყოველდღე
სირჩას ვიდგამ არყიანს.

თუ პურიც მაქვს, ხო კარგი,
მით უმეტეს - თუ ძეხვიც,
და ჩემს მსგავსად შერყეულ
ძველ მეგობარს ვეძახი.

ვზივართ ერთად, ფანჯრიდან
რტოს გავყურებთ შე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 968 / თარიღი: 2015-10-31 / 3:07 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - შორი პური / shota iatashvili - shori puri


ადამიანი მოვიდა შენთან და ჩაგეხუტა...
პური ჩამოდო მაგიდაზე, გამოიარა რაღაც მანძილი,
მოვიდა შენთან, ჩამოგისვა სულზე ცოცხი და ჩაგეხუტა...
ადამიანი მოვიდა შენთან... მანამდე პურის მაღაზიაში იყიდა პური,
გამოვიდა დილის ქუჩაში,
გადმოჭრა ქუჩა, მოვიდა შენთან,
ჩამოგის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1168 / თარიღი: 2015-10-31 / 3:03 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - შუქი / shota iatashvili - shuqi


ანდრო ბუაჩიძეს, «გადამტყდარი ლექსების» ავტორს

ქალაქის ქუჩებში ასობდნენ ბოძებს
და ბოძებს შორის ჭიმავდნენ ნერვებს.
საღამოობით კი ნერვები იძაბებოდა
და ქალაქში მოჰქონდა შუქი.
აქეთ იდგა ნაყინის გუბე და იქით _ სისხლის.
ნაყინის გუბეს ლოკავდა კატა,
სისხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 959 / თარიღი: 2015-10-31 / 3:02 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - ცალმხრივი მოძრაობა / shota iatashvili - calmkhrivi modzraoba


ციკლიდან „აივნის ლექსები“

ორმხრივი იყო მოძრაობა ჩემს ქუჩაზე ჩემს ბავშვობაში.
ზოგი “ჟიგული”
გმირთა მოედნიდან
ფილარმონიისკენ ამოუხვევდა.
ზოგი “ვოლგა” ჩაუხვევდა ფილარმონიიდან
ქვემოთ,
გმირთა მოედნისაკენ.

მოძრაობდნენ, გვამოძრავებდნენ: ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1077 / თარიღი: 2015-10-31 / 2:44 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - ცვლილება / shota iatashvili - cvlileba


გაჩერებაზე მდგომმა ავიხედე და
ჩემი უსახური რვასართულიანი კორპუსი,
სადაც 40 წელზე მეტია ვცხოვრობ,
საოცრად ლამაზი მომეჩვენა.
ვუყურებდი…
ვუყურებდი…
თვალი ვერ მოვწყვიტე,
სანამ ნომერმა 15-მა “მარშრუტკამ”
არ ჩამოიარა და
საქმეებისკენ არ დამიძახ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 986 / თარიღი: 2015-10-31 / 2:43 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - ციკლიდან "ეროტიკული ჰაიკუ" / shota iatashvili - ciklidan "erotikuli haiku"


სარეცხის თოკზე
ზეწარი რომ გაკიდა,
ეზოში მოთამაშე ბავშვებმა ამოიხედეს.

* * *
ყვავილებს ვრწყავდი.
წყალი მომთხოვა და
ჩაიდნის ღარიდან დავალევინე.

* * *
შიშველ სხეულზე ხალათი მოიცვა და
იატაკს გვის.
მე თმის ღერებს ვაცლი ბალი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2015-10-31 / 2:41 PM / შაბათი

შოთა იათაშვილი - ციმციმი / shota iatashvili - cimcimi


ციკლიდან „აივნის ლექსები“

ადამიანები არჩევდნენ საქმეს.
პატრულის მანქანა ციმციმებდა.

ადამიანები არჩევდნენ
საქმეს.
პატრულის მანქანა
ციმციმებდა.

ადამიანები
არჩევდნენ
საქმეს.
პატრულის
მანქანა
ციმციმებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1100 / თარიღი: 2015-10-31 / 2:39 PM / შაბათი

« 1 2 ... 88 89 90 91 92 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0