არ შეუქმნია ღმერთს ადამიანი დედიშობილა. ღმერთმა იგი ტანსაცმლით შექმნა. საცვლებით, კაბით, შარვლით, წინდებით... ადამიანი ტანსაცმლითაა ადამიანი.... როცა აცვია, სხვანაირად ფიქრობს, მეტყველებს, სხვანაირად იღიმება, სხვანაირად უყვარს მოყვასი... საკუთარი თავის სჯერა
... კითხვის გაგრძელება »
მხოლოდ მზის სხივი არ ჩერდებოდა ჩემს თვალებთან დაეჭვებული. თავწახრილიც რომ ვყოფილიყავი, მხოლოდ ჩემ გამო, მილიონობით წლის წინ განსაზღვრულ ტრაექტორიას იმრუდებდა, რათა როგორმე თვალის ჭრილში შემოეღწია _ გაღუნული მზის სხივები, აი, ერთი, რაც ცხოვრებამ
... კითხვის გაგრძელება »
ჩვენ თუ ვმოძრაობთ, მანქანები თუ მოძრაობენ, მზე თუ მოძრაობს, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ყველაფერი თუ მოძრაობს, ერთადერთი კითხვაღა რჩება: მოძრაობს ღმერთი?
და თუ მოძრაობს, რანაირად მოძრაობს იგი? რომელიმე ამქვეყნიურის (ან უფრო მ
... კითხვის გაგრძელება »
წვერწათლილი ჩემი ფანქრის მოძრაობა ცაში ნელი ხან ნაზია, ხან ლამაზი, ხანაც კიდევ საშინელი. ყველა ჩიტი იქ თავს იხრჩობს ან-ბან-განით, განა ბაწრით, და პოეტის ნაკვალევს ჰგავს თვითმფრინავის განაკაწრი. მოედება ფანქრის წვეტი ... კითხვის გაგრძელება »
ჩემი ფული ლამაზია. აგერ ყვავილი, ხე, ცა, «ჯოკონდა», ისინი ლამაზები არიან, მაგრამ ლამაზია ჩემი ფულიც. ჯიბეში მიდევს და ხელით ვეხები _ პატარაა და საყვარელი. ისე გაუპრანჭავად მომხიბვლელია, შემიძლია გაჩვენოთ კიდეც, და ღილ-კილოზე მივიბნიო ტიტ
... კითხვის გაგრძელება »
რა კარგია, რომ მიხვდი, რომ დღეს ბედნიერი ხარ, დღეს, გადატყავებული ხელისგულებით, ჩაჭრილი მაჯით, დასერილი შუბლით, ჩალურჯებული იდაყვით და მუხლით, ბედნიერი ხარ, რადგან ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტად დაეცი, დაეც
... კითხვის გაგრძელება »
რამ გაყო ხელი ფეხისაგან, რას ვარგიან უერთმანეთოდ, სახელიც ხომ საერთო აქვთ – კიდურები, ან: ხელ-ფეხი – უფრო მარტივად. ალიყური თუ გტკიცა ვინმემ, იცოდე, ხელი არ შეუბრუნო, მეორე ლოყა მიუშვირეო... პანღურზე ნათქვამი არაფერია, მაგრამ ნამდვილად იგულისხმ
... კითხვის გაგრძელება »