მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-05-18, 3:49 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 4 / erekle deisadze - haikuebi 4


გამეღვიძა და ჩემს გვერდით იწექი.

გამეხარდა და ცა
შარვალში ჩავიტნიე

.

* * *

მონატრებისაგან ისე მაგრად ჩაგეხუტე,
ვერც კი მივხვდით,
როგორ გავიარეთ ერთმანეთის სხეული…

.

"ყურის წმენდისას დაწერილი ჰაიკუ"
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 716 / თარიღი: 2018-05-17 / 10:05 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - მატარებელი გვირაბში შევიდა / erekle deisadze - matarebeli gvirabshi shevida


მატარებელი გვირაბში შევიდა…
მთებმა ღრმად ჩაისუნთქეს…
ორგაზმამდე ხუთი წუთი რჩებოდა…

შემოდგომა ქუჩა დაბერდა,
ფოთლები გასცვივდა
ძალა გამოელია და
დგას ლამპიონის ყავარჯნებზე ჩაფიქრებული…

კომენტარები: 0 / ნანახია: 657 / თარიღი: 2018-05-17 / 9:56 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - აგვისტოს წვიმა / erekle deisadze - agvistos tsvima


რატომ გიკვირთ აგვისტოს წვიმა?
გაოფლილმა ბუნებამ შხაპი მიიღო,
ცხელი ქარი ქრის, ალბათ ახლა თმებს იშრობს…

ისევ შემოდგომა

წვერი მოეზარდა მიწას,
სანამ თოვლით აიქაფავს
გლეხები ცელებს ლესავენ შინ.

კომენტარები: 0 / ნანახია: 705 / თარიღი: 2018-05-17 / 9:55 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - სექსი ლიფტში / erekle deisadze - seqsi liftshi


სექსი ლიფტში

მეცხრე სართულისკენ დავიძარით…
გავცდით და
ასე აღმოვჩნდით უსასრულობაში…

შემთხვევა ერთხელ ღმერთიც დათვრა და
ცხვრის ფარა
ღრუბლებში აერია…

კომენტარები: 0 / ნანახია: 810 / თარიღი: 2018-05-17 / 9:52 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 3 / erekle deisadze - haikuebi 3


***
სანაპიროს პირდაპირ ჰორიზონტს ხაზი გაუწითლდა,
მეთევზეები ვერც კი ხვდებოდნენ, რომ
ღრუბლის ბიუსტჰალტერი უჭერდა ცას.

***
ქუჩები ქალაქის ბიოგრაფიას,
მარადმწვანე ნაძვის კენწეროებით
წერდნენ ცაზე.

"სექსის წინ"

სურვილი ჩაიფი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 702 / თარიღი: 2018-05-17 / 9:50 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 2 / erekle deisadze - haikuebi 2


შეყვარება

შენი მარცხენა კერტი ჩემი სიგიჟის ღილაკია,
თითი მივაჭირე და
გულის ლიფტი გაიღო…

.

***

ცრემლებმა თავსხმა წვიმას
წამწამების ქვეშ
შეაფარეს თავი…

.

კოღო

ყურთან მონოტონური სერენა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 835 / თარიღი: 2018-05-17 / 9:45 PM / ხუთშაბათი

ერეკლე დეისაძე - ჰაიკუები 1 / erekle deisadze - haikuebi 1


* * *
რადიოშიშინი…
სატელევიზიო ანძას ღრუბელი გამოედო,
ალბათ იწვიმებს..

* * *
სანამ ლუდს მოვსვამდი
შემოდგომის ბაღს გავხედე
ტანსაცმლის მაღაზიაში 80%_ანი ფასდაკლებაა.

შიში

ნუ გეშინია დედა,
ნუ კეტავ ფანჯრებს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1039 / თარიღი: 2018-05-17 / 9:40 PM / ხუთშაბათი

ნამზეურ სხეულს..


ნამზეურ სხეულს მოეფერა ნიავი ტალღით.
შიშველი კანის სითბო იგრძნო ფიქრებმა უცებ.
მზეში ნაკოცნი ოცნებები ,დაისით ჩადის.
დაისში გულსაც ნამზეური ვნებები უცემს.
მზემოკიდებულ ზღვის ზეწარში შეცურდა ქარი
და მზერა მორცხვად გააყოლა,ნატერფალ ადგილს.
ნამზეურ სხეულს მზე მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 719 / თარიღი: 2018-04-23 / 6:21 PM / ორშაბათი

ლაშა მარგიანი - ფრენა / lasha margiani - vuela


სანამ იმდენად უბრალო ხარ,
რომ არ შეგიძლია,
ქარის მოტანილ მტვერს ზურგი შეაქციო.

სანამ გჯერა,
რომ შენშიც არის რაღაც,
ისეთივე წარმოუდგენელი, როგორც მოხუცი ქრისტე.

სანამ ნერვები,
ჯიბიდან ამოღებული ყურსასმენებივით გაქვს გადახლართული,
შეხ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1096 / თარიღი: 2018-04-20 / 9:04 PM / პარასკევი

ოთარ ჭილაძე - * * * / otar chiladze - * * *


დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 834 / თარიღი: 2018-04-04 / 3:59 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0