მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-05-18, 9:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ალექსანდრე აბაშელი - ტაძარში / aleqsandre abasheli - tadzarshi


ნოემბრის ქარში ცივ ქუჩაში მოხეტიალეს
შემაკრთობს ზარი და ტაძარში შევალ შემთხვევით.
მოვისმენ ღაღადს. ძველი გრძნობა უცებ იელვებს.
ავანთებ ცრემლით ჩემს წამწამებს და ჯვარს ვემთხვევი.

არ ვიცი ბრძენი განცდადს ამგვარს თუ რას დაარქმევს:
არა მწამს ღმერთი და მის სახლში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1121 / თარიღი: 2014-10-09 / 10:24 AM / ხუთშაბათი

ალექსანდრე აბაშელი - ცხრა წყარო / aleqsandre abasheli - ckhra tskaro


ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს:
ცხრა მზე, ცხრა ზღვა, ცხრა მუხა და ცხრა კარი.
აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს
ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.

იყვნენ: შოთა, ჩახრუხაძე, შავთელი, -
პოეზია ანათებდა წინათაც.
ჩამოვთვალე მე ცხრა დიდი ნათელი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1080 / თარიღი: 2014-10-09 / 10:23 AM / ხუთშაბათი

მიხა ხელაშვილი - ავი სიზმარი / mikha khelashvili - avi sizmari


აგრე გვრძნობ, აგრე მიფიქრავ,
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა,
ანდა გამრიყავ ჭალაზე
ზოვი დაღესტნის მთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემი ძვლებისა,
ჩამამყვებიან ყორნები
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2014-10-08 / 4:55 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ბნელ ღამით / mikha khelashvili - bnel ghamit


როდისღა უნდა გათენდეს,
რა ძნელად არის ბნელია!
გზა არ ეგების არსაით,
დრო არის საშინელია.
წვიმაა გასაკვირველი, -
ალბათ გარისხდა ელია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1004 / თარიღი: 2014-10-08 / 4:54 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ბუნება / mikha khelashvili - buneba


ეს ოხერ ბუნების ძალა,
საიდან სადა ჰყვებაო,
ვერც ბრძენთა მისთვის
ქება თქვეს,
ვერცრა მე გამეგებაო.

მოდის ზამთარი, ზაფხული,
თოვლი და მიწა ზედაო,
ზოგთად ოქროდ ღირს ქვეყანა,
ზოგთად კი - აღარც ბზედაო.
ოხერის საწუთროსაგან
სუყველა დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1397 / თარიღი: 2014-10-08 / 4:54 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - დედას / mikha khelashvili - dedas


რა სავალალოდ ვშობილვარ
უბედურ მასკვლავზედაო,
შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე,
ძუძუთ გამზრდელო დედაო.
ვიცი მე შენი და სხვისცა,
მე სუყველასა ვხედაო,
გულში ბევრი რამ მიწყვია
მაგრამ თქმას ვერა ვბედაო.
გულს დაჩაგრულსა დარდითა
ლოდ დამედების ზედაო, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1030 / თარიღი: 2014-10-08 / 4:53 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - დროთ გაიარეს / mikha khelashvili - drot gaiares


დროთ გაიარეს მრავალთა,
მიაქვთ თვენი და დღეები,
ვუყურებ, პირისპირ მიდგას
ჩემის სამშობლოს კლდეები,
შიგ არ მიშვებენ, ნისლებსა
აქვთ დაკეტილი ბჭეები,
უპირისპირებს თხემებსა
გადამავალი მზეები.
მზის სხივთა გადაიარეს
მზის წვერთა მოცინარეთა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2014-10-08 / 4:52 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ვედრება / mikha khelashvili - vedreba


ღმერთო, დიდო და მაღალო,
მარადის მყოფო ცაშია,
გადმოიხედე უფალო,
ქვეყანა დაინახია.
აკურთხე, განაძლიერე,
მშვიდობით შაინახია.
შენ განამტკიცე მთა-გორნი,
მაღლა აწვდილნი ცაშია,
და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ
შენს მადიდებელთ მთაშია.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2014-10-08 / 4:51 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - ზმანება / mikha khelashvili - zmaneba


ეჰ, წუხანდელო სიზმარო,
იყავ სანდობი გულისა,
შენ იყავ ჩემთვის დამსახი
უზომო სიყვარულისა.
რად იყავ ჩემთვის მჩვენები
სახისა მხიარულისა?
ერთხელ კიდევა გნახავდი,
გულის დამტკბობო, სულისა,
უეცრად ამბის მამტანო
მეგობრის, დაკარგულისა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2014-10-08 / 4:50 PM / ოთხშაბათი

მიხა ხელაშვილი - იესო ქრისტესათვის / mikha khelashvili - ieso qristesatvis


ღმერთო, მარად ხარ დიდებით
ზეცაში განსვენებული,
თვალით ხილული ყოველი
არს შენგან აღშენებული.
ზეცაში ქერუბიმთ მთაზე
ზიხარ შენ განსვენებული...
შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე,
ჰყავ თავისუფლად რებული,
ეშმაკი შურით აღივსო,
ბოროტად განძვინებული,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2014-10-08 / 4:50 PM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 236 237 238 239 240 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0