Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის? / galaktion tabidze - mova... magram rodis? - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის? / galaktion tabidze - mova... magram rodis?


9:36 PM
გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის? / galaktion tabidze - mova... magram rodis?


შორეული ქალის ეშხი

მოვა... მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის,

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,

ჩემი ძველისძველი

ლექსი არის უნებური

სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით

მოკისკისე ბროლი,

მაცდურ თვალის გადევნებით,

მტანჯავს მსუბუქ მქროლი.

აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში

მიჰქრის საშიშ-ჩქარი,

და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი

დოვინ-დოვენ-დოვლი:

თოვლი, ფიფქი და აპრილი,

ვარდისფერი თოვლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1236 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0