Загрузка...
გრიგოლ ორბელიანი - გაზაფხული / grigol orbeliani - gazafkhuli - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გრიგოლ ორბელიანი - გაზაფხული / grigol orbeliani - gazafkhuli


9:42 PM
გრიგოლ ორბელიანი - გაზაფხული / grigol orbeliani - gazafkhuli


ყოველთ სულთა, საცხოვრებლად,
სასიამოდ, საშვებელად,
გაზაფხულით განიღვიძეს!
ნიავი ჰქრის სუნნელების!
მდელო ნაზად აღმწვანდების!
და მზემ სხივნი ჰყო უნათლეს.
დრო საამო! როს ბულბული
ვარდსა შესტრფის ეშყით ბმული:
როს სიტურფე, სიხარული
ყოველთათვის აღმოჩნდების;
როს უმეტეს ტრფობის ალი
გულსა შინა აღეგზნების!
გაზაფხულის ჟამს სასურველს
ყოვლი იშვებს, ყოვლი ჰხარობს!
მხოლოდ ჩემს გულს დამწარებულს
ხმა ბულბულის აღარ ატკბობს.
ჩემთვის აღარ ტურფად ვარდი
ჰშლილობს, ჰფშინავს სუნნელებით!
ჩემთვის აღარ განთიადი
აღმობრწყინდეს ნეტარებით!
არ მახარებს დღე ნათელი,
არც ყვავილის ფეროვნება,
ცრემლთ მიმრავლებს გაზაფხული,
მის სიტურფე და მშვენება!
ჩემს უყვარს გულსა დაღრეჯილს,
ცა მოღრუბლული რისხვითა;
როს გრიგალს, ჭექას და ქუხილს
ისმენს ქვეყანა კრძალვითა!
მაშინ სიკვდილსა მდუმარედ
სიამოვნებით მოველი,
რომ მას შევერთდე სამარედ
ვისთვისაც ვიყავ სულდგმული!
ვინც იყო ბედნიერების
ჩემის სიცოცხლის საგანად;
მხოლოდ ცრემლთ სიამოვნების
ვისთანა ვჰსცნობდი სადენად.
რომლის ვიხილე სიკვდილი
და მე კი დავჰშთი ამ სოფლად! -
რომლის სიკვდილმან მე გული
მომიკლა და მჰყო გლახ ობლად.
ამა ურწმუნო სოფლისა
ადრე ვისწავე მუხთლობა:
მისსა ყოველსა კეთილსა
აქვს მხოლოდ წამი მყოფობა,
მის ჟამით არღა მახარებს
არც გაზაფხული მოსვლითა.
და არცა გულსა მიწუხებს
მე იგი თვისის წასვლითა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1202 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0