Загрузка...
ტიციან ტაბიძე - ორი რიონი / tician tabidze - ori rioni - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:19 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ტიციან ტაბიძე - ორი რიონი / tician tabidze - ori rioni


9:13 PM
ტიციან ტაბიძე - ორი რიონი / tician tabidze - ori rioni


ასე ადგება წარღვნა ქვეყანას,
ელვამ მთის წვერებს გადაუარა,
გრიგალი კორტნის და წვიმის თქეშში
გაუღვიძია სებასტიან ბახს.

და სიყვარულის თვითონ მუქარა
არა ჰგავს მხოლოდ პოეტის ტრაბახს.
თითქო მშობლიურს ისმენდეს ნანას
ანდა დაღუპვა იყოს ნუგეში -

ასე აპარებს დემონი დანას
აკანკალებულ თამარს უბეში.
ასე ფართხალებს მწირი გულადი,
დაბდღვნილი ვეფხის სისხლის გუბეში.

ყორანი შავი ყორნის სულამდე
არაგვის ველზე ითრობა ლეშით.
ორი არაგვი, როგორც ორი და,
ვით დღე და ღამე - თეთრი და შავი,

ბავშვურ ტირილით ტოლად მოდიან,
რომ ერთად მტკვარში დაიღრჩონ თავი


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 3105 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0