მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-05-05, 1:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ტერენტი გრანელი - ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი


ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.

ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1196 / თარიღი: 2013-03-02 / 2:46 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - აღსარება ქუთაისს


მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.

ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1476 / თარიღი: 2013-03-02 / 2:06 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არავინ არის, გული დაობლდა


არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.

ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.

ნოემბერია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1344 / თარიღი: 2013-03-02 / 2:04 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ


არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი

შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1577 / თარიღი: 2013-03-02 / 1:59 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა


არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.

და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1271 / თარიღი: 2013-03-02 / 1:56 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - ამოდის მთვარე და მაღლა იწევს


ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.

ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.

მოვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1297 / თარიღი: 2013-03-02 / 1:53 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - ადგილი


ფიქრის ადგილი
სივრცე მზიანი,
სევდა ნამდვილი
ადამიანის.

სევდა ნამდვილი
ადამიანის,
ფიქრის ადგილი -
სივრცე მზიანი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1211 / თარიღი: 2013-03-02 / 1:51 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არავინ მოდის


არავინ მოდის და ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.

მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1152 / თარიღი: 2013-03-02 / 1:49 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო


ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.

არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.

მე ასე ვფიქრობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1262 / თარიღი: 2013-03-02 / 1:46 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - ასე მძიმეა შიში სიკვდილის


ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
ასე ერთი და მუდამ იგივე.
და ისევ დარდით და ისევ დილით
ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.

ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი
და ეს ოცნება მზესავით დადის.
დავდივარ ნელა საფლავებს შორის
და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1245 / თარიღი: 2013-03-02 / 1:44 AM / შაბათი

« 1 2 ... 401 402 403 404 405 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0