მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-04-28, 0:49 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ტერენტი გრანელი - არა მყავს ტოლი


არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.

სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.

დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1260 / თარიღი: 2013-03-02 / 1:42 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არ შემიძლია და მე ავად ვარ


არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.

კრთოდა გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2013-03-02 / 1:39 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - არ მინდა საგნის დასახელება


არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.

ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.

ბაღში ფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1229 / თარიღი: 2013-03-02 / 1:36 AM / შაბათი

ტერენტი გრანელი - მხოლოდ მოგონება


დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება
და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით.
ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება
და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.

რა მწარეა ასე დროის გაგრძელება,
ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია.
რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება
და წითელ ყ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1561 / თარიღი: 2013-03-02 / 1:33 AM / შაბათი

პაოლო იაშვილი - სტიროდნენ ერთად ჭიანურები


სტიროდნენ ერთად ჭიანურები
და სალამური ტკბილი ხმიანი;
სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,
თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.

ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები
უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;
_ ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”
_ “მე შენ მიყვარხარ”. _ “ ო! ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2013-03-02 / 1:29 AM / შაბათი

პაოლო იაშვილი - სიტყვის მადანი


გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2416 / თარიღი: 2013-03-02 / 1:26 AM / შაბათი

პაოლო იაშვილი - ფიქრის სიმარდე


ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე;
დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად;
ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს
დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!

საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1408 / თარიღი: 2013-03-01 / 1:29 PM / პარასკევი

პაოლო იაშვილი – წერილი დედას


მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1826 / თარიღი: 2013-03-01 / 1:26 PM / პარასკევი

პაოლო იაშვილი - პირამიდები


იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებ დანაბული,
საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2993 / თარიღი: 2013-03-01 / 1:22 PM / პარასკევი

მურმან ლებანიძე – სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი


უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1483 / თარიღი: 2013-03-01 / 1:18 PM / პარასკევი

« 1 2 ... 402 403 404 405 406 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0