ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2025-01-19, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



თამარ ბურნაძე - უფალს ჰგავდი / tamar burnadze - ufals hgavdi


მიაგნებ კი? შეუცვლია ნირი,
მზეგადაღმა ჩამოუდის ღელე,
რომ იყავი ჩემი ზღაპრის გმირი,
ის გიამბობს, მთიდან მოუყელე.
ახლაც მახსოვს (თითქოს იყო გუშინ),
ისარივით განატყორცნი მზერა...
მერე?.. ხატად ჩაგისახლე გულში,
რა ვუთხრა მე ჩემი ბედის მწერალს!...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2015-03-18 / 10:19 AM / ოთხშაბათი

ზურაბ ლოგუა - პაემანს გინიშნავ სიზმარში / zurab logua - paemans ginishnav sizmarshi


პაემანს გინიშნავ სიზმარში, ქალწულო,
რომ ნისლის ბაღში გაჩუქო ვარდები.
ოცნების ხალიჩებს არ მიქსოვს საწუთრო,
მიტომაც ძილის თაროზე ვლაგდები.
მსოფლიო ქალაქის უსაზღვრო მხარეში
მანძილს ვეღარ ვგრძნობ,
ტუჩები ახლოა,
მომაკვდავ გრძნობებთან არ მიწევს თარეში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1355 / თარიღი: 2015-03-18 / 10:18 AM / ოთხშაბათი

ზურაბ ლოგუა - სიშორის ხატზე / zurab logua - sishoris khatze


სიშორის ხატზე არ ლოცულობს
თქვენი სხეული,
ანგელოზებთან შესახვედრად
მიჰყვებით ნიავს,
თან ისე მიგაქვთ ჩემი სითბო,
ბედს არ ვემდური,
წადით, იცხოვრეთ იმ სივრცეში,
სადაც გიცდიან.
ღამის ქუჩებში კვლავ ავანთებ
ოცნების ფარნებს,
რახან გიგრძენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1156 / თარიღი: 2015-03-18 / 10:17 AM / ოთხშაბათი

სულხან აბდალაძე - რუსპირას მქონდეს წისქვილი / sulkhan abdaladze - ruspiras mqondes tscisqvili


სხვებმა რა არ თქვეს _ შენაო?
წარბი გავხსენი, ვინატრე:
_ რუსპირას მქონდეს წისქვილი,
შიგ მენთოს ჭრაქის სინათლე,
მესმოდეს ხმაგაუმწყდარი კაკანი სარეკელასი,
სოფლის ბარაქა მალხენდეს
და სიყვარული ყველასი.
საფქვავი არ დამლეოდეს
და არცა წყალი ღარებით, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1148 / თარიღი: 2015-03-18 / 10:15 AM / ოთხშაბათი

სულხან აბდალაძე - ჯვარი / sulkhan abdaladze - jvari


სიყვარულს რა გააცივებს,
უფრო მაღალი ვხდები.
მივდივარ, ჯვარით მაცილებ,
მოვდივარ, ჯვარით მხვდები.
კვლავ სიხარულად მანთებს,
ეგ გათენება დილის.
ჯვარი ამშვენებს ამ მთებს,
ჯვარი სწერია თბილისს!

კომენტარები: 1 / ნანახია: 1226 / თარიღი: 2015-03-18 / 10:14 AM / ოთხშაბათი

თეონა დეკანაძე - მე ქალი ვარ / teona dekanadze - me qali var


მე ქალი ვარ
და ვერავინ აღმართავს ხელს,
მე ქალი ვარ
და ვერავინ შემიცვლის ფერს.
მე ქალი ვარ
და ვერავინ დამიშლის მმართველობას,
მე ქალი ვარ
და ვერავინ წამართმევს ქართველობას.
მე ქალი ვარ
და გულით დამაქვს ცრემლი, დარდები,
მე ქალი ვარ < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1262 / თარიღი: 2015-03-14 / 11:02 AM / შაბათი

თეონა დეკანაძე - ნუ დაპირდები / teona dekanadze - nu dapirdebi


ნუ დაპირდები
რისთვის პირდებით ოქროს კოშკებს აგებულს მისთვის
ციდან ვარსკვლავის მოწყვეტასაც პირდებით რისთვის,
ტყუილით ყურებს რად უჭედავთ ატყუებთ თავებს
რატომ არ კარგავთ სიმართლეზე სანუკვარ წამებს..
ნუ დაპირდებით რომ აჩუქებთ ყოველდღე ყვავილს
რომ აუსრულებთ მის ს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1228 / თარიღი: 2015-03-13 / 8:50 PM / პარასკევი

თეონა დეკანაძე - რეალობით / teona dekanadze - realobit


როცა სიტყვების იწყება თოვა
ცარიელ გრძნობის იდგმება გორა,
თვალის უპეში დარჩენილ დარდებს
წვიმა გააქრობს, გაჰყვება ლანდებს..
როცა სიტყვები აჩუმებს დარდებს
მე შენთან მოვალ მოგიტან ვარდებს,
ჩამქრალ თვალებში ვიპოვნი მუზას
ვიპოვნი ზღვაში, დაკარგულ ღუზას... < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1195 / თარიღი: 2015-03-13 / 8:26 PM / პარასკევი

ოთარ (ოთო) ფალიანი - აფხაზეთი / otar (oto) faliani - afkhazeti


გადაივლის ეს ღამეც და მთვარის ბინდიც-
სადღაც წავა მშვიდად მიჩუმათდება,
დაიხსომეთ საქართველო აფხაზებო!
აფხაზეთით იწყება და მთავრდება!

შარათანით, მგზავრულით თუ აზამატით,
მოვდიოდით ოდოიით, ცეკვა ლხენით,
მაგრამ ბოლოს ერთიანად გავჩანაგდით
გატეხილი, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2178 / თარიღი: 2015-03-06 / 12:30 PM / პარასკევი

ლაშა მარგიანი– დედა / lasha margiani - deda


დე,
დავიგვიანებ,
არ ინერვიულო,
არ ინერვიულო,
დე,
დავიგვიანებ,
აჰა,
შენ ეს ჩემი ლექსების რვეული,
თვალები,
ხელები
და
გული მთლიანად.

ვიხრჩობი
და
მაინც არ გეტყვი მიშველე,
არ მინდა მოხვიდე,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2623 / თარიღი: 2015-03-05 / 5:38 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 137 138 139 140 141 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0