ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2025-01-20, 4:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ბექა ქებულაძე - გან–მარტება / beqa qebuladze - gan-marteba


მარტივად ამარტებულ განწყობას ვიმარტივებ,
ქარები წრიალებენ ჯიუტი მანერებით.
ესაა მეგობარო ცხოვრების ,,სიმარტივე’’ –
ერთმანეთს ვითვისებთ და არასდროს არ ველევით.

მეგობარს სიკეთისთვის არ ვუხდი ჯამაგირებს,
ეშმაკებს სულს არ ვჩუქნი, ზნეობის დარაჯი ვარ.
მჯერა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1262 / თარიღი: 2015-02-09 / 5:03 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - სამოთხის კართან / beqa qebuladze - samotkhis kartan


შენ ისტორიის მოწილადე გახდი დღეიდან,
ჩემი ლექსების ადრესატი შემრჩი შენ ერთი.
უბის წიგნაკში ამ სიტყვებსაც მჯერა შეიტან,
გახსოვს? ჩვენ წმინდა მოწამეთა გზასთან შევერთდით.

შენ ქვეშმიწერის მაგალითად გავხარ წილადებს,
ქრიზანთემებიც მაგ თმებს შორის ადგილს გიცვლიან.. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2015-02-09 / 4:02 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ,,ავემარია’’/ beqa qebuladze - ,,avemaria’’


,,შენ ლამაზი ხარ, ლამაზი ხარ, როგორც მიმოზა’’...

არჩილ ფირცხალავა

მე მაგონდება ნაღვლიანი ორეულები,
მგონი ამ ღამის ორეულიც მთვარემ არია.
გთხოვ დამიჯერე, სიყვარულით რომ გეუბნები:
დღითიდღე უფრო მენატრები ,,ავემარია’’!

მე მაგონდება მოფარფატე მა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1330 / თარიღი: 2015-02-09 / 4:01 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ამ ბოლო ლექსამდე... / beqa qebuladze - am bolo leqsamde...


ქალისთვის შექმნილი ათასი ლექსიდან
თითოში ჩაქსოვილ მძივებად მოსჩანხარ.
იმ ღამით ქვეყანას მშვიდად რომ ეძინა,
სიფხიზლის ეტლიდან გიცქერდი ყოჩაღად.

ვისხედით შორი–შორს, თუმცაღა ახლოდან
ფაქიზად მოსული რითმები გვესმოდა;
ერთ დღესაც ავხედეთ ჩვენ მაღალთაღოვან
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1228 / თარიღი: 2015-02-09 / 4:00 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ეფემერები / beqa qebuladze - efemerebi


ატირებულან ეფემერები
და გულის ძარღვებს სტკივათ კვირტები..
შორიდან ისე ვერ გეფერები,
როგორც ახლოდან მიადვილდები.

ცრემლის გარეშე ატირებულან -
თეთრი ნაძვების მწვანე წიწვები.
მე მივუყვები ნაპირს მეფურად,
შენ - სანაპიროს ტალღად ირწევი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1357 / თარიღი: 2015-02-09 / 3:59 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - ერთი საათის წინ... / beqa qebuladze - erti saatis tsin...


ერთი საათის წინ
ველაპარაკე დას.
ის მონატრება მცრის,
ჩემს ფიქრებში რომ დგას.

ერთი საათის წინ
გავესაუბრე ცოლს,
მე ნუ დამწამებ ცილს,
თუ გული შენს გულს მთხოვს.

ერთი საათის წინ
ველაპარაკე შვილს.
ჩემი წარსულის წილ
გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1196 / თარიღი: 2015-02-09 / 3:58 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - მერცხლები / beqa qebuladze - merckhlebi


გამოზაფხული უყვართ მერცხლებსაც,
შენ გაზაფხულის გხიბლავს მერცხლები.
წუთით ვეწვიე გუშინ მეცხრე ცას.
დღეს კი მესამე ცასაც ვერ ვწვდები.

ვზივარ, გნატრობ და მაინც ლექსს გიწერ,
რომ არ ამკიდებ ვიცი სხვის ცოდვებს.
მე ერთგულება რაკი შეგფიცე,
ანგელოზი ხარ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1135 / თარიღი: 2015-02-09 / 3:57 PM / ორშაბათი

ბექა ქებულაძე - პათეტიკა / beqa qebuladze - patetika


მე შენზე რთული ვარ, შენ - ჩემზე მარტივი.
მე ვგავარ აპრილს და შენ ისევ თებერვალს…
მიაგე საშენო თითო სტროფს პატივი,
მიაგე ისე, რომ ავმაღლდეთ ერთხელაც.

მიაგე პატივი მგოსნეულ ამინდებს,
სანამდე ღრუბლები ატირდნენ ელვებად..
ვხედავ და ვწუხდები რომ აღარ დამინდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1371 / თარიღი: 2015-02-09 / 3:56 PM / ორშაბათი

საბა გოდერძიშვილი - პირველი ინსომნია / saba goderdzishvili - pirveli insomnia


ისე დარაჯობენ პროსპექტს დარაბები,
მგონი არც უბრალოდ სიმპატიები აქვთ.
მე კი მარტო ვარ და მეტი არაფერი,
ყველა წამსვლელთათვის მიპატიებია.

მიიწურა ღამის ერთი მესამედი,
გარეთ წვიმის წვეთებს ქუჩა აუვსია.
მხოლოდ ძილი არის რასაც ვისურვებდი,
მაგრამ სულში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1379 / თარიღი: 2015-02-09 / 3:49 PM / ორშაბათი

ირმა გურიელი - აპრილი / irma gurieli - aprili


ოი, რა ყოფილა ეს აპრილი,
უსიტყვოდ თავბრუ დამახვია...
მაინც, რა ყოფილა ეს აპრილი,
ვაი, რა ცეცხლში გამახვია!
კაბა ისე ჭრელი მომიქსოვა,
ველურ ყვავილების სადარია,
გული ვეღარ დგება საგულეში,
კვირტთა აფეთქებამ გადარია.
ვაი, რა ყოფილა ეს აპრილი,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 1681 / თარიღი: 2015-02-09 / 3:46 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 149 150 151 152 153 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0