ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2025-01-20, 5:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ირმა გურიელი - სასაცილოა ლექსის წერა / irma gurieli - sasaciloa leqsis tscera


სასაცილოა ლექსის წერა... მიეთ-მოეთი,
როდესაც შენ გყავს, რუსთაველი –მეფე-პოეტი.
შეება წყვდიადს და გააპო სივრცე ვერანი,
უკიდეგანოდ როცა მიჰქრის ტატოს მერანი.
სასაცილოა სურვილიც კი,
გერქვას ფრთოსანი,
როდესაც შენ გყავს, აკაკი და ვაჟა მგოსანი.
ბრძენი ილია, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1469 / თარიღი: 2015-02-09 / 3:45 PM / ორშაბათი

ირმა გურიელი - ხარ სიყვარულის საგალობელი / irma gurieli - khar sikvarulis sagalobeli


(ოდა თბილისს)
ისევ მწყურია შენი ალერსი,
ნაზი ჩურჩული ხეთა,
სიმღერად თქმული ცისფერი ლექსი,
წყალობა მაღალ ღმერთთა.
ლოცვა ხარ ჩემი, სულის ვედრება,
მწყურია შენით დაღლა,
აღელვებულ ზღვას თუ შეედრება
ეს მონატრება ახლა.
თბილისო ჩემო, ოცნებავ ჩემ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1554 / თარიღი: 2015-02-09 / 3:44 PM / ორშაბათი

სულხან წულუკიძე - შენთვის ... მაპატიე! / sulkhan tsulukidze - shentvis ... mapatie!


ისე მაგიჟებს მოძრაობა, ხალხი, ვაგზალი,
ასე მგონია ბროდვეია, თაიმსკვერია -
თბილისი. მე ჩემს მყიფე ფიქრებს
ვერსად ვაგზავნი,
დაიმსხვრევიან!
აღარც კი გახსოვს როგორი ვარ მაგრამ თუ ასე
შეუხებლად გსურს დამივიწყონ შენმა თითებმა,
უკანასკნელად გეხვეწები,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1279 / თარიღი: 2015-02-07 / 11:28 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ / sulkhan tsulukidze - vtser da sisveles vegharafrit veghar vpatiob


ვწერ და სისველეს ვეღარაფრით ვეღარ ვპატიობ
ამინდს რომელსაც აღარ შერჩა ძალა გამოდრის,
ამ დროს გიჟი თუ მოისურვებს ჩართოს რადიო,
რადგან წერა და სიყვარული აღარ გამოსდის
გათენებამდე უსაშველოდ მთვრალმა deep purple-ის"
"child in time" მოუსმინოს ვინმე ქართველის
შესრუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1128 / თარიღი: 2015-02-07 / 11:25 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - ტბა / sulkhan tsulukidze - tba


მე ვარ ეული, კეთროვანი, მქვია წარსული,
ეს ჩემი ტბაა, წლებია რაც ერთად ვარსებობთ.
და როცა ზეცა მგლისფერდება მე მას გარს ვუვლი,
ანუ ვმოძრაობ საკუთარი თავის გარშემო.

მერე კი წყალში ვიხედები, ტბას არ ანცვიფრებს,
სახეზე კეთრი, და ნაკვთების ასიმეტრია,
სწორედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1331 / თარიღი: 2015-02-07 / 11:24 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - ბაკურ გაბუნიას / sulkhan tsulukidze - bakur gabunia


აქ, ამ ქალაქში დაამწყვდიეს ის (ჩვენი) ღმერთი,
თვალებიდან რომ მოსდიოდა ცრემლების წვიმა.
მოგონილია დედამიწის სიმრგვალე ჩვენთვის,
რომ არ გავიქცეთ რომელიმე კუთხიდან ჯიმა!
დრო მიდის, წლებს კი სინანულით ახურავ სარქველს
და ამ უფლისგან მონიჭებულ ძალას თუ წყევლას,
დრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2015-02-07 / 11:22 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - ჩემს ძმას ანდრეას... (ლექსი N2) / sulkhan tsulukidze - chems dzmas andreas ... (leqsi 2)


ახლა ვარ თითქოს მშობლიური კერის ტუსაღი,
საბნის მაგივრად მოხურული შენი პალტო მაქვს,
მაინც რაგვარად გაგიმართლა შე ყურმუსაღო,
ჩვენში პირველი შენ გაისვრი ნამდვილ ავტომატს.

ახლა ვარ... თითქოს სინანულის რბილი წვიმა ვარ,
მოსული დედის სანუგეშოდ,როგორც უსტარი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2365 / თარიღი: 2015-02-07 / 11:21 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - შემოაბიჯე (მარის) / sulkhan tsulukidze - shemoabije (maris)


ამ ახალი წლის მეორე დღეს თხუთმეტ იანვარს,
ბედობაა და მეფიქრები, (ანუ გიბედებ)
ოთახის თეთრი კარებივით თითქმის ღია ვარ,
და იმედები მიმართლებენ თვითონ იმედებს.

გიყვები, მინდა დავივიწყო ყველა ცინიზმი,
რომლითაც მთელი დედამიწა გაერთიანდა,
მე კი მარტო ვარ შენ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1265 / თარიღი: 2015-02-07 / 11:11 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - გელინო (აჭარულ კილოზე) / sulkhan tsulukidze - gelino (acharul kiloze)


ჩალით სავსეა მერეგი,
მიმინო ცაში სეირნობს,
აკვანს მიხედე მერე კი,
გვერდზე მოგვიჯექ გელინო.

ნახე სირთების გადაღმა,
ჩვენი მიწები მთავრდება,
ჰოდა იმღერე ხმამაღლა,
იქ დედეს გუუხარდება.

იტყვის მომესწრო ბიჭები,
შეკრთება, გაფაციცდებ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1709 / თარიღი: 2015-02-07 / 11:10 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - რა გითხრა?! / sulkhan tsulukidze - ra gitkhra?!


მკითხე და პასუხს ვერ მიიღებ რაზეც იკითხე,
რადგან არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის სურვილი!
რა გითხრა?! ისევ პოეტი ვარ და ვგრძნობ, დღითიდღე
სამყარო როგორ მიფეთქდება ფეხქვეშ ჭურვივით.

რა გითხრა?! ისევ მენატრება ჩემი ორკარა
ქოხი, ბაღი და საღამოთი მურას აშვება,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2015-02-07 / 11:06 AM / შაბათი

« 1 2 ... 150 151 152 153 154 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0