ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2025-01-20, 9:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



სულხან წულუკიძე - პოეზია - კი... (ლექსების გამოფენა) / sulkhan tsulukidze - poezia - ki ... (leqsebis gamofena)


გამიჭირდება ამ ტკივილის
ტარება ვგონებ,
რადგან სულერთი აღარ არის
რა გითხრეს სხვებმა,
პოეზია კი ჩემი აზრით
უფროა თონე,
რომელშიც ახალმოზელილი
პოეტი ცხვება...

უძილო ლექსებს ღამეების
გვერდით ვალაგებ
და თითქოს სტროფებს ვინახავდე < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1266 / თარიღი: 2015-02-07 / 10:40 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - მერაბ ჯიხაძეს. / sulkhan tsulukidze - merab jikhadzes.


სამყარო თითქოს მოქნეული დათვის ტორია,
და მერამდენედ აიცილე ვეღარ აჯამებ.
ძაღლი მიაკვდა სულში ყველა ყალბ ისტორიას,
აუქციონზე შეფასებულ ტკივილს, საჯაროდ.

ჩვენ ვიცით,თუმცა გვედარდება უკვე ნაკლებად,
რომ არწივობას აბრალებენ ყველა ღობისჩიტს,
და სანამ ღმერთი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1038 / თარიღი: 2015-02-07 / 10:38 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - იქუხა, ყველამ დაიძახა ერთბაშად ვაშა / sulkhan tsulukidze - iqukha, kvelam daidzakha erbashad vasha


იქუხა, ყველამ დაიძახა ერთბაშად ვაშა,
უკან დახევაც დაავიწყდა ნაპირთან ტალღას,
შენ ჩემი ძმა ხარ, მამაჩვენის უმცროსი ვაჟი,
ნაკლებად, ანუ გაუჭრელი ვაშლივით მგავხარ.
მერე კი ერთად ვიზრდებოდით, ვფეთქავდით ერთად,
ვადგამდით ნაბიჯს მიყოლებით, ვიდგამდით ენებს,
და გვწა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1286 / თარიღი: 2015-02-07 / 10:37 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - ტკივილი გსურდა?! / sulkhan tsulukidze - tkivili gsurda?!


ტკივილი გსურდა? აჰა! შენი ტკივილი,წადი!
ვიწყები უცხო გავლენიდან,ლექსიდან რომლის
დაზეპირებას შევეცადე მაგრამ ამ წადილს,
კლავდა ვენებზე მიყინული თებერვლის თოვლი.

ტკივილი გსურდა?აჰა! შენი ტკივილი,ზიდე!
რადგან ვერაფრით გეშველები და რადგან არც მე
აღარ მაქვს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1101 / თარიღი: 2015-02-07 / 10:36 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - უბრალო ლექსი (ნიკა წერეთელს) / sulkhan tsulukidze - ubralo leqsi (nika tseretels)


ვიცი ვერაფრით მიპასუხებ, მეც მხოლოდ ვიწრო
წერილით უხეშ რეალობას ოდნავ ვინაზებ.
არც არაფერი შეიცვალა, უბრალოდ ის რომ
ყოველ საღამოს აღარ ვფიქრობ მოროშკინაზე.
ვეღარც მარიკა დავივიწყე,რა ვქნა იუზგარ,
კვლავინდებურად დაგოგმანებს ამოსაგდები,
სულში სურვილად შემოვარდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1230 / თარიღი: 2015-02-07 / 10:35 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - გწერ ... / sulkhan tsulukidze - gtser ...


გწერ,იცი სადღაც დამეკარგა სიწითლე ბავშვის,
ჩემს ნარჩენს გზებზე მეეზოვე ქალები გვიან,
და ამ ქალაქში შემორჩენილ ერთადერთ კავშირს,
სასაცილოა რომ სახელად "მწერალთა" ქვია.
გწერ,რაღაც უცხო შეგრძნებაა და ბროლის გათლილ
ჭიქიდან არყის ზეგავლენით - (ნამდვილად ღირდა)
გწ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2015-02-07 / 10:34 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - წარსულის ლექსი / sulkhan tsulukidze - tsarsulis leqsi


მე მეცინება,შენ კი ლამის ბოლო მომიღე,
გინდა მიძღვნებით გადავასწრო: პეტეფს, ნონეშვილს.
ცოლი არა ხარ,რა აზრი აქვს მაინც რომ იყო
მაგას ვერაფრით დაგპირდები გოგო,მომეშვი!

გაბრაზდი,ისე გაიბუტე ვეღარ გადმოცემ.
შენი პოეტი შებრალების ღირსი ხომ არის?
ჰოდა მისმინ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1195 / თარიღი: 2015-02-07 / 10:33 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - წერილი როის / sulkhan tsulukidze - tserili rois


მიჭირს რამეზე ვისაუბრო, თუმცა ბოლო დროს,
სიტყვა "სიძნელეც" გაიშალა, გახდა ზოგადი.
მე ვეღარაფრით შევეგუე მძიმე მოლოდინს,
რაღაც უღმერთოდ მომენატრე და რაც დრო გადის

ჰაერთან ზუსტი შეფარდებით ვსუნთქავ პაპიროსს,
მარტივი ენით რომ აგიხსნა ვცოცხლობ ზიარად
და სი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1099 / თარიღი: 2015-02-07 / 10:32 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - con te partiro / sulkhan tsulukidze - con te partiro


ოთახი ცივი, შენ უსმენ ბოჩელს,
საწოლთან ჩუმი ფიქრების რიგი,
ოღონდაც ჩემი წვალება მორჩეს,
მერე კი სადმე ჯანდაბის იქით
წავალ, მანძილებს გავივლი იმდენს,
რამდენსაც ადრე - ქუსლების ცვეთით,
მსურს ახლა ისე უზომოდ წვიმდე,
რომ დასაფიცად არ დაგრჩეს წვეთი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1250 / თარიღი: 2015-02-07 / 10:31 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - წერილი / sulkhan tsulukidze - tserili


აკორდი მძიმე, ფორტე და ფორტე,
ოქტავის მიღმა სძინავს პიანოს,
ვწუხვარ რომ შენი თითებით მორთულ
დედაქალაქში დავიგვიანე.

და ალბათ არც კი მელოდი კართან,
გატაცებული პეპლების ჭერით,
მე მაინც მწამდა არაფრის გარდა,
ყველაფერი რომ ხდებოდა ჩემი.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1020 / თარიღი: 2015-02-07 / 10:30 AM / შაბათი

« 1 2 ... 153 154 155 156 157 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0