ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2025-01-21, 1:00 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



სულხან წულუკიძე - მამას / sulkhan tsulukidze - mamas


ივნისის თვეში ალიონმა ნამად დამწურა,
შენ ეს დარაჯმა მოგახარა მგონი - იურა
ერქვა და ხელი გადახვიე მამაკაცურად,
შეუსვენებლად გამოცალეთ შამპანიური

სამი თუ ოთხი, აღარ გახსოვს, ვერ დაითვალე,
კითხვით, წვალებით მოაგენი ჩვენი პალატა,
კართან ღიმილით შეგეფეთა ბე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1264 / თარიღი: 2015-02-07 / 10:30 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - არ იცი / sulkhan tsulukidze - ar vici


არ ვიცი იქნებ მართლა გინდა რამე დაწერო,
პოეტი? არა! სტატუსებს ხომ ზევით ადგენენ,
რვეული, ვიწრო ნახაზები, თეთრი საცერი
და გინდა ასე მოიშუშო ბევრჯერ ნატკენი.

იხსენებ, მძიმე ნაფაზები ფილტვებს კუპრავენ,
ვერ მოინელე ჰიროსიმა და ნაგასაკში
იმაზე მეტი დაგეხოცა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1186 / თარიღი: 2015-02-07 / 10:29 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - ჟან ... (ჩემს ძმას ანდრიას) / sulkhan tsulukidze - jan ... (chems dzmas andrias)


წვიმა გადავისხი სისხლში გლიცერინად,
ჟან აქ ტკივილია,ბედის პანაშვიდი.
ვწუხვარ,წერილიც კი არ მიმიწერია,
ცოტა მოეფერე დედას,დაამშვიდე

ახლა აფსურდია,რამე მოვახერხო,
გზებზე ვხეტიალობ მარტო და რაღაცა
ძალამ შემოდგომა ხეებს მოახერხა,
(დედას იგინება ვიღა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1063 / თარიღი: 2015-02-07 / 10:28 AM / შაბათი

სულხან წულუკიძე - შემონათებიდან - შემოღამებამდე / sulkhan tsulukidze - shemonatebidan-shemoghamebamde


შემონათება, ფანჯარასთან თვლემენ მუზები,
ბახუსი-გახსოვს გუშინ ბოლო დალიე ღმერთის,
მოხუც რადიოს ნერვებს აწყვეტს ვერდი ჯუზეპე,
ან რა აზრი აქვს, იგივეა - ჯუზეპე ვერდი.

ფხიზლდები, დგები, საწოლიდან მოგყვება კვნესა,
თითქოს თვალნაცემ ცრუმორწმუნეს სიკვდილის შიში,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1044 / თარიღი: 2015-02-06 / 10:33 PM / პარასკევი

სულხან წულუკიძე - სულში ჩაიხუტა, კოცნა პელაგიამ / sulkhan tsulukidze - sulshi chaikhuta, kocna pelagiam


სულში ჩაიხუტა, კოცნა პელაგიამ,
წინ-წინ გაპარული ჩემი კრიმანჭული,
ამ ძველ ორღობეში სუნთქვა მეკარგება,
მაგრამ არ ვუშვებ და მაინც ვინარჩუნებ.

ურმის ნაანდერძალ ჭრილში სავალალოდ,
მარტოდ დარჩენილი სოფლის ვედრებაა
ჰოდა, გავყვები და ფიქრებს დავალაგებ -
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1079 / თარიღი: 2015-02-06 / 10:31 PM / პარასკევი

სულხან წულუკიძე - ნუ შემეცვლები / sulkhan tsulukidze - nu shemecvlebi


ნუ შემეცვლები ცაო ქართლისავ,
არ მოიკარო პირზე ღრუბელი...
შენი მზე მათოვს, სხივი მბარდნის და
შენა ხარ ჩემი ნავსაყუდელი.

ნუ შემეცვლები ალაგო წმინდავ,
შემოფლეთილო ქრისტეს კვართივით,
მე ის ვარ, ვისაც სიშენე სჭირდა -
სისხლიც და რჯულიც მიდგას მათივე. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2015-02-06 / 10:28 PM / პარასკევი

სულხან წულუკიძე - დიდების ზღაპარი / sulkhan tsulukidze - didebis zghapari


ელია მელია თვალი გამიხელია,
არითვლიო ათამდე ტყუილია ზღაპარი,
მდინარეთსან ნუ ჩახვალთ იქ სირბილი ძნელია,
ვინც არ დაიმალება ჩემი ბრალი არ არის.

ასე გეძებდი გსდევდი უღლელად,
მხოლოდ შენ, სხვისი დარდი არ მქონდა,
დაგასწარიო, ხარო სულელი,
მეძახოდნენ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1341 / თარიღი: 2015-02-06 / 10:28 PM / პარასკევი

სულხან წულუკიძე - პირველ თოვლამდე / sulkhan tsulukidze - pirvel tovlamde


ვხვდები თუ როგორ ცივა მთაწმინდას,
ქარია, ის კი თითქმის შიშველი,
ბათუმში გუშინ ისე გაწვიმდა,
მადამ, ქოლგამაც ვეღარ მიშველა.

ვიცდიდი, ქუჩებს ფიქრებს ვუშენდი,
ვიდექი მარტო ზართა რეკვამდე,
მერე საღამოს ალა ფურშეტზე
მადამ, ჭადრები ისე ცეკვავდნენ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1205 / თარიღი: 2015-02-06 / 10:27 PM / პარასკევი

სულხან წულუკიძე - დედას / sulkhan tsulukidze - dedas


ქუჩებს შემოდგომის ქარი მოსდებიათ,
ხეებს შეუსახლდათ კვნესა აქტიური,
დგანან ფერწასული მანდილოსნებივით,
ვამბობ - მენატრები - და რომ ფაქტიურად,
მეც ეს შემოდგომის ქარი მიმალეწავს,
უხმო მოგონებად გასულ საუკუნეს,
იცი მეშინია რადგან ამდენ სევდას,
მე შენს წინს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1164 / თარიღი: 2015-02-06 / 9:55 PM / პარასკევი

სულხან წულუკიძე - არხოტის მკერდზე - ლექსი გარეშე სათაურის / sulkhan tsulukidze - leqsi gareshe satauris


მახსოვს, როგორ მახსოვს სულში დაჰქროდი და
ასე დავდიოდი შენით დაღიანი,
რწმენა შეიცვალა ხალხმა აფროდიტა,
ახლა თავის ღმერთად არვინ გაღიარებს.

ახლა მითებია შენი სინამდვილე,
დროს რომ გაატანეს სწრაფი ვაგონებით,
ვდგავარ თითქოს სვე-ბედს წერით ვიადვილებ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1468 / თარიღი: 2015-02-06 / 9:52 PM / პარასკევი

« 1 2 ... 154 155 156 157 158 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0