Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი / shota nishnianidze - chemi qartulis mastsavlebeli - 4 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 4 » შოთა ნიშნიანიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი / shota nishnianidze - chemi qartulis mastsavlebeli


10:46 PM
შოთა ნიშნიანიძე - ჩემი ქართულის მასწავლებელი / shota nishnianidze - chemi qartulis mastsavlebeli


მარტში მამღვრევდა ფერისცვალება
და ხეტიალის ჟინი მივლიდა,
მზე საყელოში ხელს ჩამავლებდა
და გამიყვანდა გაკვეთილიდან.
ლექსის და ნუშის ნაფერთალებით
იფიფქებოდა ზეცა მიწამდე,
ჩიტებს მიჰქონდათ ჩემი ბწკარები
და ბუდეებად ხეზე იწნავდნენ.
თურმე იმ კაცსაც სენი ბურღავდა,
მგოსნობის სენი - უიმედო რამ.
თურმე თუშეთში მოყმე გულადი
ვაჟა-ფშაველას ლექსს დაეტორა.
ისიც გვიხსნიდა ჯერ დამშვიდებით,
მერე თრთოლვით და ხელების ქნევით...
ხელში შვლის ნუკრით, მხარზე ჩიტებით
მერხზე ჯდებოდა შაირის დევი,
თმაზე ეყარა ყვავილი ტყემლის,
მტვერი ვარსვლავთა და მეტეორთა
ცალი თვალიდან სდიოდა ცრემლი
და ცრემლში, ღმერთო! - მზე ეტეოდა,
თურმე რამხელა ცრემლი ყოფილა
და რა უძირო უსაშველოდა! –
მთელი ქვეყნით და მზით გაჭოლვილი
მზეს რომ უძლებდა და არ შრებოდა!!

არც ხათრი გვქონდა, აღარც დანდობა,
არც მორიდება მოზრდილ ყმაწვილებს -
მოვტაცეთ იმ კაცს ახალგაზრდობა
და ერთმანეთში დავინაწილეთ.
და,როგორც ანდერძს, ხშირად ვისმენდით:
„მხოლოდ ის არის სწავლის მიზანი,
რომ დაიზარდოთ სწორეთ ისეთნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!"

კეთილო კაცო,დამნაშავე ხარ-
რად მომიწონე ლექსი პირველი?
რად შემაჩეჩე ვაჟა ფშაველას,
როგორც ქარიშხალს სუსტი ფრინველი.
ახლა მე მომდგა შაირის დევი,
ბეჭებზე მირტყამს ტორივით სტრიქონს,
ფშავ-ხევსურეთში ავყავარ ზევით
და ქაჯთა სიბრძნეს ფიცისქვეშ მიყოფს...
დაე, იცოდნენ, ჩვენს საქართველოს
ისევ სჭირდება შენისთანები,
შენით ვამაყობ, ჩემო გამზრდელო,
შენს ქართველობას ვეთაყვანები.
ირემო, ბარად ჩამოვარდნილო,
თუ მოგეწევა ჟამთა ისარი,
აყმუვლდებიან შენი დაზრდილნი,
როგორც ალგეთზე ლეკვნი მგლისანი!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1344 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0