Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - ძაღლები / shota nishnianidze - dzaghlebi - 4 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 4 » შოთა ნიშნიანიძე - ძაღლები / shota nishnianidze - dzaghlebi


10:48 PM
შოთა ნიშნიანიძე - ძაღლები / shota nishnianidze - dzaghlebi


თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სუყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,

ნუ მიიქეცი, სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას,
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგოც წესი, მანქანით დაჰყავთ.
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბის და შემთბარ ყაყანს.

ცირკში ვარ... ძაღლი ,,ბისზე’’ გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა ბუნებით მაინც.

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტული,
ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.

ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდებ:
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს,
ასრსებობისთვის დაკბენილ თათებს.

ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მოვიდა სამსხურისთვის.
ადამიანო, იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.

გთხოვ, ნუ იქნები, მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დადიანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახო, ღვთის გულისათვის.

მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ: ძაღლი კუდაბურძგნული
ძაღლივით გამხმარ ამ ლექსებს პწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნზულებს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1422 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0