Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - კვიცისა და ბროწეულისა / shota nishnianidze - kvicisa da brotseulisa - 4 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:57 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 4 » შოთა ნიშნიანიძე - კვიცისა და ბროწეულისა / shota nishnianidze - kvicisa da brotseulisa


10:50 PM
შოთა ნიშნიანიძე - კვიცისა და ბროწეულისა / shota nishnianidze - kvicisa da brotseulisa


ტოლებს შორის ოცნებებში ვერ მჯობნიდა ვერცერთი,
მგრამ ხშირად ოცნებებში ვიტეხავი კინწს,
ლექსებში და გოგონებში სულ ერთ რამეს ვეძებდი -
აფეტქებულ ბროწეულს და
დაფეთებულ კვიცს.
ბედო, ბედო-კუდაბზიკა,
ჩემთვის ცოტას იცლიდი,
მუდამ ცოტას იმეტებდი ნექტარს უებროსეულს,
ერთიც მომაფერებინე შეშინებულ კვიცისთვის
და ერთხელაც შემალეწე გადარეულ ბროწეულს!
ბედო, ბედო,
მომისიე ჩემი ორი ალქაჯი,
სულ მამყოფე ამ ჭიხვინის, ამ ბრიალის ალყაში.
რომ ხანდახან შემოქმედმა გადამხსნას და
ჰაიდა:
სიხარული, სიყვარული იშვას არარაიდან.
რომ სულიდან,
რომ ტანიდან
გიჟურ თავდავიწყებით
გადმოვბერტყო ბროწეული. .
გადმოვრეკო კვიცები...
. . . . .
რიონისპირ გამოსულა კვივივით ბროწეული,
ჭიხვინებს და ყელს იღერებს ყვავილის ფაფრიანი,
პოეზიაც ჩემთვის არის ბედისწერა წყეული,
ურა კვიცის ჭიხვინი და ბროწეულის ბრიალი.
ცა იხსნება...
და ღმერთებთან ნადიმზე ვარ წვეული
და ტანიდან გამორბიან კვიცი და ბროწეული...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1421 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0