მთავარი » 2014 » აგვისტო » 4 » ჯანო გიორგაძე - გურია / jano giorgadze - guria
10:52 PM ჯანო გიორგაძე - გურია / jano giorgadze - guria
გულში სიმღერის მოდენა, ბაღებში კოხტა ოდები, ჭალაში სახლის ოდენა, აგორებული ლოდები.
ეზოში მწვანე ბალახი, ხეზე გასული ადესა და მოფართხალე კალმახი ამოყოლილი ბადესა.
ტრფიალი გულში ნადები ლექსი გაჭრილი ველადა ბუხარი, შველის მწვადები და ღვინით სავსე ხელადა.
კრიმანჭულ-ხასანბეგურა შვიდკაცა-მთებში ნაქუხი გურული გლეხის ჩაქურა და მოსწრებული პასუხი.
მთა-ბარს გახედავ, იხარებ მუდამ ლექსის თქმა გწყურია, სალოცავ-სათაყვანოა ჩემი ლამაზი გურია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1597 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|